ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

Dylan O'brien

Dylan O'brien

დილან ო'ბრაიენი (დაიბადა 1991 წლის 26 აგვისტოს) არის ამერიკელი მსახიობი, მუსიკოსი და რეჟისორი. ის თამაშობს ყველასთვის საყვარელ სტაილსს 'MTV'-ის სერიალ
"Teen Wolf"-ში. ის აგრეთვე ასრულებდა მეორე მთავარ როლს ფილმში "High Road", ფილმში "The First Time" კი ასრულებდა მთავარ როლს ბრიტ რობერტსონთან და ვიქტორია ჯასტისთან ერთად, ფილმის რეჟისორი იყო ჯონ კასდანი.

ცხოვრება და კარიერა

ო'ბრაიენი დაიბადა ქალაქ ნიუ-იორკში, ის არის ლისას (ნი როუდსი), ყოფილი მსახიობისა და კამერის ოპერატორის პატრიკ ო'ბრაიენის ვაჟი. დილანი თორმეტ წლამდე ცხოვრობდა ნიუ ჯერსიში, სპრინგფილდის გარეუბან თაუნშიფში, სანამ ის და თავისი ოჯახი გადავიდოდნენ კალიფორნიაში, ჰერმოსას სანაპიროზე. მამამისი არის ირლანდიელი, დედამისს კი ჰყავს იტალიელი, ინგლისელი და ესპანელი წინაპრები. მან დაამთავრა მირა კოსტას უმაღლესი სკოლა (Mira Costa High School) 2009 წელს. მას უნდოდა ჩაებარებინა სირაკუზის უნივერსიტეტში (Syracuse University) 2009 წლის შემოდგომაზე როგორც სპორტული მაუწყებლობის დირექტორი (მთავარი) მაგრამ გადაწყვიტა ლოს ანჯელესში გადასვლა მსახიობური კარიერისთვის.

თოთხმეტი წლის ასაკში ო'ბრაიენმა დაიწყო ორიგინალური ვიდეოების ატვითვა "YouTube"-ის საკუთარ 'არხზე'. ვიდეოების განვითარებასთან ერთად მას დაუკავშირდა ადგილობრივი პროდიუსერი/რეჟისორი რომ გადაეღო სერიები საკუთარ თავზე. ვებსერიებზე მუშაობისას მან გაიცნო მსახიობი, რომელიც მას მენეჯერის საშუალებით დაუკავშირდა. ის დადიოდა მოსმენებზე დანამ ერთ-ერთ მთავარ როლს მიიღებდა სერიალ "Teen Wolf"-ში. სცენარის წაკითხვის შემდეგ დილანს მოუნდა შეეცვალა სტაილსის როლი სხვა როლით. ოთხი მოსმენის შემდეგ მას მიანიჭეს როლი.

2011 წელს მან დაიწყო სტაილსის როლის შესრულება "Teen Wolf"-ში.

2013 წელს ო'ბრაიენმა შეასრულა მეორეხარისხოვანი როლი ფილმ "The Internship"-ში, ვინს ვონთან და ოუენ უილსონთან ერთად. 2013 წლის აპრილში მან შეასრულა მთავარი, ტომასის როლი ფილმში "The Maze Runner", რომელიც დაფუძვნებულია წიგნზე იგივე სახელით. მან ფილმი გადაიღო 2013 წლის ზაფხულში, "Teen Wolf"-ის პაუზის დროს.

გარდა ამისა მან შექმნა 'YouTube'-ის არხი, ის იღებდა კომედიურ მოკლემეტრაჟიან ფილმებს რომლის მსახიობი და რეჟისორი თვითონ იყო. აგრეთვე უკრავდა დრამზე ჯგუფში "Slow Kids at Play".
joloxavi ავტორი joloxavi 21თებ16:29
  • მომწონს
  • 0
  • არ მომწონს
«წინა სიახლე car&girl
Rihanna – BRIT Awards - ლ... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*