ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

ჯინსების თაობა

ჯინსების თაობა


1983 წლის 18 ნოემბერს საქართველო ტრაგიკულმ მოვლენამ შეძრა Led Zeppelin-ის მოყვარულმა რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ: გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, გია ტაბიძე, სოსო წერეთელი, ბერი თეოდორე, კახა და პაატა ივერიელები
საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება სცადა სროლა პილოტის კაბინასთან დაიწყო, ამ ინციდენტს 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხოლო პილოტი 24 საათში გაჭაღარავდა.
ჯინსების თაობამ როგორც მათ შემდგომში უწოდეს, თბილისი-ბათუმის, T-134 ტიპის თვითმფრინავის გატაცება სცადეს. გამტაცებლები საბჭოთა კავშირიდან თურქეთში გაგცევას ცდილობდნენ ხოლო შემდეგ იქიდან ა.შ.შ. -ში. ჯინსების თაობა 7 ადამიანისაგან შედგებოდა მათ შორი ერთი ქალი იყო. თვითმფრინავში დახლოებით 50 მგზავრი იმყოფებოდა. პირველი მსხვერპლი უდანაშაულო მგზავრი აღმოჩნდა რომელიც გამტაცებლებ უშიშროების თანამშრომელი ეგონათ. პირველი გაფთხილება გეგა კობახიძემ გაახმოვანა, მან ამოიღო ხელყუმბარა და თვითმფრინავის გატაცების ამბავი გამაოცხადა. ერთ მნიშვნელოვან ფაქტს გაუსმევ ხაზს რომ, პილოტს რომელიც თვითმფრინავს მართავდა თბილისიდან ბძანება ქონდა მიღებული რომ, თვითმფრინავი სასწრაფოდ თბილისისკენ შემოეტრიალებინა და თბილისის აეროპორტში დაესვა წინაღმდეგ შემთხვევაში მას უკვე გატაცებიდან 20 წუთში 2 გამანადგურებელი მიყვებოდა რომელით თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ. ეს ინფორმაცია გამტაცებლებმა არ იცოდნენ. რა თქმა უნდა მათ არ მიცემდნენ თურქეთში გადასვლის ნებას და საზღვარს არ გადაკვეთინებდნენ და შემდგომ გამოაცხადებდნენ რომ მოხდა გატაცების იმიტირება და სროლის შედეგად თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
რა ამოძრავებდათ ამ ახალგაზდებს? რატომ გარისკეს და წამოიწყეს ამხელა თამაში? თვითოეული მათგანი თბილიში პრესტიჟული და ასე ვთქვათ წარმატებული ოჯახებიდან იყვნენ.
მათ სცადეს საბჭოთა მონსტრის კლანჭებიდან თავის დახწევა. გატაცებამდე ისინი დიდი ენთუზიაზმით უყვებოდნენ ერთმანეთს თუ როგორ ჩავიდოდნენ თავისუფლების ქვეყანაში როგორ მოუყვებოდნენ იქაურ მოქალაქეებს საბჭოთა მონსტრი შეახებ, ერთ-ერთი მათგანის უნდოდა ამერიკის პრეზიდენტ რეიგანთან ჩოხა ახალუხით შესულიყო და მოეყოლა თუ რა ხდებოდა მის ქვეყანაში თუ როგორი შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ იმ საფჭოთა კავშირში საიდანაც დიდ სიძლიერეს ანახებდნენ სხვა ქვეყნებს.
თვითოეული მათგანი გახდებოდა გმირი ამერიკაში და მათზე ილაპარაკებდა მთელი მსოფლიო ტელევიზიები. ისინი იმუშავებდნენ და მიაღწევდნენ დიდი წარმატებას თავიანთ საქმეში და ამით ერთხელ და სამუდამოდ გაგებინებდნენ მსოფლიოს ხალხებს იმას თუ რა ხდებოდა საბჭოთა ქვეყნებში თუ როგორი უსამართლობა და ჩაგვრაში ცხოვრობდა ხალხი, როგორ ითელებოდა ყველა სხვანაირად მოაზროვნე ადამიანის უფლებები და როგორ დევნიდნენ მათ. მათ გმირობა სურდათ და დაუპირისპირდნენ იმ დროისთვის ყველაზე დიდი მონსტრს მსოფლიოში ეს იყო საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირმა მათ ლაჩრული (როგორც ყოველთვის) პასუხი გასცა და წართვა მათ ყველაზე მთავარი უფლება, სიცოცხლის უფლება.
ისინი გახდნენ მომავალი თაობების გმირები მაგრამ მათ ეს ყველაფერი თავინათი სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. თუმცა ისინი ამისთვისაც მზად იყვნენ… მომკვდარიყვნენ გმირულად ვიდრე ეცხოვრედ ჯურღმულში.
როდესაც ეს ახალგაზრდები დაიჭირეს მათი მეოგბრების დაკითხვა დაიწყეს. მათ შორის იყო გეგა კობახიძის საუკეთესო მეგობარი ირაკლი ჩარკვიანი აი ასეთი იყო მისი დაკითხვა:
იმ დღეს დაკითხვაზე მიყვანილ გეგას უახლოეს მეგობარს რუსმა გამომძიებელმა პირდაპირ ჰკითხა ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა:
– თქვენ რატომ არ შემოგთავაზეს მათთან ერთად გაფრენა?
– ვინ?
– თუნდაც გეგამ, ის ხომ თქვენი უახლოესი მეგობარი იყო?
– რატომ – იყო, გეგა ახლაც ჩემი უახლოესი მეგობარია.
– მაპატიეთ, ცუდად გამომივიდა. იმედია ისეთ რამეს არ იგულისხმებთ, რისი თქმაც არ მინდოდა.
– რისი თქმა გინდოდათ?
– იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემთვის მართლა გაუგებარია, რატომ არაფერი გითხრათ გეგამ, ის ხომ თქვენ კარგად გიცნობდათ. მაპატიეთ, კარგად გიცნობთ.
– კარგად რომ მიცნობს, იმიტომაც არადერი მითხრა, იცოდა, რომ უარს ვეტყოდი.
– რატომ, დავიჯერო ისე მოგწონთ საბწოთა კავშირი, რომ ვერ უღალატებდით?
– მგონი თქვენთან საუბრისას არცერთხელ არ გამომიხატავს ჩემი სიმპატიები საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ დისიდენტიც არ ვარ და არც მინდა, რომ ვიყო.
– მეც სწორედ ეგ მაინტერესებს და მაგის გაგება მსურს, რა პრინციპით შეარჩიეს თვითმფრინავის გამტაცებლები და თქვენ, როგორც გეგას უახლოესი მეგობარი, რატომ არ აღმოჩნდით მათ შორის.
– ხომ გითხარით უკვე, გეგამ ოცოდა, რომ მე უარს ვეტყოდი.
– რატომ, გაფრენა არ გინდათ?
– გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
რუსი გამომძიებელი ცოტა ხანს დუმდა, ირაკლის პასუხებზე ფიქრობდა, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა, რისი სთმა უნდოდა ამ ახალგაზრდა ქართველ კაცს და ამიტომაც ბოლო შეკითხვა მხოლოდ იმიტომ დაუსვა, რომ უხერხული სიჩუმე დაერთვია:
– რომ ვერ გაფრინდეთ?
– მაშინ ზღვას გადავცურავ.
– რას?
– ზღვას.
– როგორ?
– სიმღერით.
– ხუმრობთ?
– არ ვხუმრობ.
– დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
– კი, ბატონო.
– მაინც როგორ ჩავწეროთ?
– სიტყვასიტყვით.
– მაინც როგორ?
– მე გადავცურავ ზღვას…
მე არ ვიცნომდი მათ,მაგრამ ჩემი პირადი აზრი ასეთია:
ეს ადამიანები არ ყოფილან დამნაშავები,ისინი იყვნენ გმირები რომელებმაც ცადეს თავი დაეღწიათ საბჭოთა კავშირიდან და ეცხოვრათ თავისუფალ ქვეყანაში.დავით ტურიაშვილის ,,ჯინსების თაობაში" წერია რომ თურმე პაატა ივერიელი ამბობდა: მე რომ ამერიკაში ჩავალ თეთრი ჩოხით შევალ რეიგანთან და ქართულ ღვინოს მივუტან ..მოვუყვები თუ რა ხდება საქართველოშიო
ბოდიში მინდა მოგიხადოთ რადგან ამ სიხალეში ვერ დავწერე იმდენი ამ თემის შესახებ რამდენიც წიგნშია ..გირჩევთ წაიკითხოთ ეს წიგნი ნამდვილად დაგაინტერესებთ მათი ამბავი ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო გეგასა და თინას ამბავია

თუ მოგეწონათ ჩემი ნიუსი დაწერეთ კომენტარები:*
tato1010 ავტორი tato1010 16იან16:37
  • მომწონს
  • +1
  • არ მომწონს
«წინა სიახლე Nightiwsh
სალომე ქათ... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*