ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

მოვა დრო, თოვლი იდება ქუჩებში, შენ კი ცრემლებით დაასველებ იმ საოცარ სილამაზეს .

მოვა დრო, თოვლი იდება ქუჩებში, შენ კი ცრემლებით დაასველებ იმ საოცარ სილამაზეს .


პირველი თოვლი ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?! ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . . _ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. _ უცხოოებს არ ველაპარაკები! _ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი? _ არაფერს! გავბრაზდი, რას გადამეკიდა ამხელა კაცი-მეთქი, გავიფიქრე. ალბათ მაშინ თოთხმეტი წლის ბავშვს მეჩვენებოდი ხუთი წლით წლით უფროსი ამხელა კაცად. შენ არ მომეშვი თითქოს მეც რაღაც მიზიდავდა და მაკავებდა შენს წინ. ზამთარი იყო, ირგვლივ ყველაფერი უსიცოცხლოდ ღაფავდა სულს. ზამთარს ერთი რამ აკლდა თოვლი. . . . თოვლი ხომ აქ ყვეაფერს შეცვლიდა და გაალამაზებდა. იმ დღეს ვერაფერს გახდი, გარდა იმისა, რომ თავი მომაწონე. ხმას ამოიღებდი თუ არა მე გეუბნებოდი: _ არ გიცნობ და ნუ მელაპარაკები-მეთქი. ბავშვური აჩემებააო, ამბობდი, როცა მართლა ბავშვი ვიყავი. ერთხელ მარტო აღმოვჩნდი ეზოში. შენ ჩემკენ წამოხვედი. მიახლოვდებოდი, მე ვნერვიულობდი. ჩემს გვერდით ჩამოჯექი. სიგარეტს მოუკიდე და რაღაცაზე დაიწყე ფიქრი. მე გიყურებდი, გათვალიერებდი, შორიდან გეალერსებოდი, შენ კი არ შემოგიხედავს. მე მეტი აღარ შემეძლო, შენ მესამე სიგარეტს მოუკიდე და პირველად გამომხედე. _ ნატვრისთვალი რომ ვიყო, რას ინარტებდი? დიდი ხნის წინანდელი უპასუხოდ დატოვებული კითხვა გამიმეორე, უეცრად. _ თოვლს . . . _ თოვლი?! რა თოვლი? _ თოვლს ვინატრებდი. _ გიყვარს თოვლი? _ ძალიან, მინდა რომ ეს უსუსური, გაშიშვლებული ხეები თოვლით იყოს თეთრად შემოსილი. ძალიან მიყვარს. _ მე გიო მქვია, შენ? _ მე . . . მე თამთა. _ ძალიან კარგი, სასიამოვნოა, ახლა უკვე ვიცნობთ ერთმანეთს . . . _ არა, არ ვიცნობთ. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთის სახელები ვიცით. _ მარტო ეგ არა! მე კიდევ ის ვიცი, რომ შენ თოვლი გიყვარს, თანაც ძალიან! . . . ვერაფერი მოვიფიქრე, არა და ისეთი ცელქი ვიყავი, ოინებში ვერავინ მჯობდა . . . იმ დღის მერე შენ ჩემი ნატვრის თვალი გახდი. რაც უნდა მეთხოვნა, ყველაფერს მისრულებდი, გარდა ერთისა თოვლი არ ყოფილა არც ერთ ზამთარს , როცა ოდნავ თოვას დაიწყებდა, შენ მეუბნებოდი. _ აი, ესეც აგისრულე! მე კი ყოველთვის უკმაყოფილოდ გეუბნებოდი: _ არა, ეს თოვლი მალე დადნება . . . ასეთ პასუხზე ერთხელ დანანებით მითხარი: _ მოვა დრო, თოვლი იდება ქუჩებში, შენ კი ცრემლებით დაასველებ იმ საოცარ სილამაზეს . . . ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მომიქცევია. ხოლო წელს, როცა დიდი თოვლი მართლაც ესტუმრა, გამახსენდა შენი სიტყვები . . . ***გიო დილიდან გახარებული იყო იმ დღეს. დამირეკა დილაუთენია. _ თა, შეხედე, თოვლი ესტუმრა. სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე, გამიხარდა და გიო ვუთხარი: _ შენ ჩემი ნატვრის თვალი ხარ! ჩემო სიხარულო, ძალიან მიყვარხარ! გიო წელს თოვლი მაჩუქა, თოვლმა კი მისი თავი წამართვა. იმ დღეებში თბილისი თოვლით იყო დაფარული. მე დილით უნივერსიტეტში წავედი, საღამოს, ლექციები რომ დამიმთავრდებოდა, გიო უნდა გამოევლო. გარეთ გამოვედით, ჯგუფელები ჭკუაზე არ ვიყავით, ვგუნდაობდით. უცებ საათს დავხედე, ოთხის ნახევარი იყო, გიო კი არსად ჩანდა. შიშმა ამიტანა. . . . მობილურზე გადავურეკე. არ იღებდა. სახლშიც არავინ იყო. ერთ-ერთმა ჯგუფელმა სახლში მიმაცილა. დედას ვკითხე, გიო ხომ არ დაურეკავს-მეთქი. არაო, მითხრა. უფრო ავღელდი . . . ვიდექი ფანჯარასთან, გარეთ ბურუსი იყო. არაფერი ჩანდა, ისევ თოვდა. ეზოში ბიჭებიც არ ჩანდნენ, რამე რომ მეკითხა მათთვის გიო. დაღამდა . . . გავგიჟდი . . . უცებ, აწკრიალდა ჩემი მობილური, გიო უფროსი ძმა რეკავდა: _ რა ხდება, ნიკა?!_დაიგუპა..-რა?არა, მატყუებ ნიკა._არა, არ გატყუებ, დეს როცა შენთვის უნდა გამოევლო, თოვლის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა ბოძს შეასკდა და იქვე დაირუპა. ხმა აღარ ამომირია, განადგურებული ვიყავი. გავედი თოვლში მართლაც, თოვლს ასველებდა ცემი ცრემლები. ისე როგორც გიომ თქვა ვყვიროდი, ვყვიროდი რომ თოვლმა ჩემი ნატვრისთვალი წამართვა ..
იმ დღეს თოვლში იპოვეს გოგო, გაყინული, ეს თათა იყო.. გიო და თათა ერთად დაკრძალეს...
miyvarxar dzaan ავტორი miyvarxar dzaan 25სექ21:02
  • მომწონს
  • +1
  • არ მომწონს
«წინა სიახლე შენი მონატ...
ტელეფონით ... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*