ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

ეს უნდა წაიკითხოთ

ეს უნდა წაიკითხოთ

აზრებს ვალაგებ, მერე თითებზე ვითვლი, ვალაგებ და ვითვლი, ვალაგებ და ვითვლი ,ვეღარც ვალაგებ და ვეღარც ვითვლი.. ახლა უაზროდ ვცდილობ არაფერზე არ ვიფიქრო ვცდილობ თუმცა ფიქრი მაინც გამომდის რადგან ვფიქრობ რომ არაფერზე არ ვიფიქრო.. ამ უაზრობას ვამთავრებ და ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რა დავწერო რა გითხრათ ახალი რით გაგაოგნოთ რა დაგანახოთ, რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ იმას ვღეჭავ რაც თქვენ ისეც კარგად იცით, იცით უბრალოდ არ აკეთევთ ამას... არც მე ვაკეთებ იმას რასაც უნდა ვაკეთებდე, თქვენ გარიგებთ და ჩემი თავი მრჩება დასარიგებელი.... როგორც ჩანს არაა საკმარისი გონებამ იცოდეს თუ ყოველივე ადამიანის გულამდე არ დავიდა. გულმა უნდა შეგბოჭოს და არ მოგცეს ცუდის გაკეთების უფლება. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა პირველ რიგში საკუთარ თავს არ უნდა გადააბიჯო, საკუთარ პრინციპებს არ უნდა უღალატო, თორემ შეიძლება სხვამ გაპატიოს, მოძღვარმა შეგინდოს და უფალმა გაგიგოს მაგრამ შენ ვერ აპატიებ საკუთარ თავს. ყველაზე ძნელია იყო დამნაშავე საკუთარ თავთან და არა სხვასთან. ყველაზე რთული რამაა სინდისის ქენჯნა..სინდისის ქენჯნა რომელიც ხშირად სამარის კარამდე მიყვებათ.. სხვათაშორის სინდისი რომ გაქ ეგეც წინ გადადგმული ნაბიჯია.. ზოგმა ისე ამოიცალა არც დაფიქრდა რომ რამეში დაჭირდებოდა ამოიცალა თავისი ერთგული სინდისი და გვერძე მოისროლა, აი სამარის კართან რომ მივიდა მერე სინდისმა თვითონ მონახა და ერთად გაახსენა ყოველი მისი უსინდისობანი.. აი მერე სამარის კართან დაიწყო მონანიება, ეგეც იმიტომ რომ შეეშინდა. მიწაში ჩაწოლის კი არა ღმერთის შეეშინდა, მამის შეეშინდა.. მთელი ცხოვრება ფუჭად გალია სინდისს არ შეუწუხებია აკეთა ის რაც მხოლოდ თავისთვის იყო კარგი გვერძე არ გაუხედავს ფიქრობდა უკვდავი ვარო! უკვდავი ვარო მკითხველო ჯერ მთლად ახალგაზრდა ვარ რადროს სიკვდილიაო.. მონანიებას მერეც მოვასწრებო. უფალზე არც უფიქრია, მოძღვარი თვალით არ უნახავს. მეგობარი არ დააფასა პირიქით გაამწარა და ახლა თხოვს სამარის კარს რომ მიადგა მაპატიეო.. მაპატიე იმიტომ კი არა რომ მრცხვენია ჩემი საქციელისო ამას ამბობს თორემ გულში ფიქრობს ღმერთთან რომ განწმენდილი წარვდგეო... განა? განა ღმერთი ვერ ხედავს მის ფიქრებს? განა არ ესმის?.. უბადრუკი ხარ ადამიანო! და ეს უბადრუკება უნდა მოიშორო! არ ეცოდებოდა მოხუცი, პირიქით დასცინოდა მის ჩამსხვრეულ კბილებს რომ უყურებდა, დანაოჭებულ სახეს და უკვე არეულ ლაპარაკს, ეცინებოდა არ უფიქრია მეც დავბერდებიო! არ უფუქრია მკითხველო უფროსწორად სულ აშინებდა ამაზე ფიქრი რადროსიაო იმიზეზებდა! და ახლა დაბერდა კიდეც ახლა მოაგონდა ის მოხუცები საჭმელს რომ ვერ ჭამდნენ წესიერად კბილების გამო..იმიტომ რომ თვითონ დაემართა ასე.. ხედავ მკითხველო? რა საცოდავია ეს არსება სხვის შეცდომებზე ვერ უსწავლია, სანამ თავად არ დააშავებს სანამ თავად არ დაემართება.. თავად დაემართება და უიო მერე მიხვდება, მერე გაუგებს სხვას.. იცით რა მინდა მე და თქვენ არ ვიყოთ ასეთი უბადრუკები! აი ეს მინდა მხოლოდ.. განა რა გვიდგება წინ იმაში რომ დღეს გავაკეთოთ რისი გაკეთებაც შეგვიძლია დრო არ გავჭიმოთ, თორემ დასრულდება ეს დრო დამიჯერეთ, თითქოს წამიაო ისე გაიპარება და მერე.... მერე რა იქნება? ისევ იტყვით რადროს ამაზე ფიქრია მერე რა იქნებაო.. სწორედ ამისი დროა! იმისი დროა რომ შენს თავთან დღეს იყო მართალი თორემ ხვალ ვეღარ იქნები.. იმედია მივწვდი თქვენს გულებს, ღრმად მივწვდი რომ სამუდამოდ იქ დარჩეს.. იმედია არ გაგეცინათ იმედია თქვენც შორს არ მოგისვრიათ სინდისი, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და ამას რომ ვწერ თქვენთან ერთად ჩემს თავსაც ვეხმარები...
miyvarxar dz ავტორი miyvarxar dz 05ივლ18:47
  • მომწონს
  • +1
  • არ მომწონს
«წინა სიახლე თვითმხილვე...
დავიღალე! შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*