ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

საუბარი ეშმაკთან

-მოხვედი?
-მოვედი....
-გელოდი... ვიცოდი რომ მოხვიდოდი....
აკი ღმერთი განსჯისო კაცის ცხოვრებას?
-თუკი მისცემ ამის ნებას!..
-მე მიყვარდა ის...
-ვინ, ღმერთი?
თითქოს ჩაქირქილება... შავი მოსასხამის ქვეშ გველებივით გალურსულა შავი ხელები მოლოდინში...
-ღმერთიც და ადამიანებიც. მე ვეხმარებოდი მოყვასს.
-ხმამაღალი ნათქვამია! გაიხსენე მაშინ თუნდაც ერთი სიკეთე, რომელიც ანგარების გარეშე არ გაგიკეთებია?!
-მე მწამდა სიკეთის...
-იმიტომ, რომ უკან დაგიბრუნდებოდა, არა?
-მე მართლა მიყვარდა...
-იმიტომ, რომ მასაც ყვარებოდი, იმიტომ გასცემდი რომ უკან მოგეღო. ეხმარებოდი ეკლესიასთან ატუზულ მათხოვრებს და ითვლიდი თან, ჩემთვის თუ დამრჩაო... ვტყუი?
-არა...
შენიღბული შიში... ვერდამალული...
-ვცდილობდი არ ჩამედინა ცოდვა.
-და არ გამოგდიოდა არა?! თუ კი შეძლებდი ერთიბეწო სიკეთის ქვაზე დადებას და მერე ათასჯერ ჩაუვლიდი იქ თუ დამხვდებაო...
თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, დადუმდა მსწრაფლად...
-არასოდეს არაფერი მოგიპარავს?... თუ გავიწყდებოდა ერთი ადამიანის ნათქვამი ანდაზა: აქლემის და ნემსის ქურდი ერთიაო?
უსასტიკესი ირონია და მწარე წამოსროლა:
-თვითონვე იგონებთ და მერე ისევ ანგრევთ იდეალებს...
და მერე ისევ უხამსი ღიმილი.
-უფლება არ გაქვს! - გაუბედავად გაბედილი შეწინააღმდეგება.
არამიწიერი საძულველი ღიმილი და ფრაზა:
-მე ყოვლისშემძლე ვარ!!!...
-შეუძლებელია...
-სანამ ადამიანები არსებობთ და სცოდავთ, მე ვიქნები, ე.ი. უკვდავი ვარ! მე ვიბადები ხელახლა ცოდვასთან ერთად და ღალატი, ტკივილი, სიცრუე სანამ არსებობს, მეც ვიარსებებ... მე ცოდვა მკვებავს და მასაზრდოებს მარად...
-როდის მიდიხარ ადამიანისგან?
გველების შეტორტმანება მოსასხამის ქვეშ... დუმილი...
და უეცრად.... ქვითინად ამომხდარი ლოცვა:
-მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმინდა იყავნ სახელი შენი,
იყავ ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა,
ეგრეცა ქვეყანასა ზედა...
ამინ!
არადა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ შეძლებდა წაუკითხავად ლოცვის წარმოთქმას.
დიდება შენდა ღმერთო!
შერჩენილი შიშით გახედა ეშმაკის ნადგომს და წამის უსწრაფესად გაუყვა გზას ტაძრისაკენ.....
TeOo )) ავტორი TeOo )) 05ივლ11:14
  • მომწონს
  • +15
  • არ მომწონს
«წინა სიახლე მუქი ყავის...
ჩამისუნთქე... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*