ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

ბედნიერება

ბედნიერება

ერთხელ ბედნიერება ტყეში მოდიოდა და უეცრად ის ღრმა ორმოში ჩავარდა. ბევრჯერ სცადა ბედნიერებამ ორმოდან თავისით ამოსვლა, მაგრამ ორმო იმდენად ღრმა იყო, რომ ვერაფრით ვერ ამოვიდა. ზის ბედნიერება ორმოში და ტირის. ცოტა ხანში, ორმოს ადამიანმა ჩაუარა, ბედნიერებამ გაიგო ადამიანი ხმა და ორმოდან დაუძახა: "კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან". "სანაცვლოდ რას გამიკეთებ?" – ჰკითხა ადამიანმა "რა გინდა რომ გაგიკეთო?" – შეუბრუნა კითხვა ბედნიერებამ "მე მინდა დიდი, ლამაზი და ყველაზე ძვირადღირებული სახლი ზღვის პირას" – მიუგო ადამიანმა მისცა ბედნიერებამ ადამიანს სახლი, ადამიანს გაუხარდა და გაიქცა თავის სახლისაკენ, ხოლო ბედნიერების შესახებ კი დაავიწყდა. ზის ბედნიერება ორმოში და ტირის უფრო ხმამაღლა. ცოტა ხანში კი მეორე ადამიანმაც ჩაიარა. გაიგონა ბედნიერებამ ადამიანი ხმა და ორმოდან შესძახა: "კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან". "სანაცვლოდ რას გამიკეთებ?" – ჰკითხა ადამიანმა "რა გინდა რომ გაგიკეთო?" – შეუბრუნა კითხვა ბედნიერებამ "მე მინდა, რომ მყავდეს სხვადასხვა მარკის ბევრი ლამაზი და ძვირფასი ავტომანქანა" – მიუგო ადამიანმა. მისცა ბედნიერებამ ადამიანს ყველაფერი, რაც მან ითხოვა. ისე გაეხარდა ადამიანს, რომ სულ გადაავიწტდა ბედნიერების შესახებ და გაიქცა. ბედნიერებამ საერთოდ დაკარგა იმედი. ცოტა ხანში ბედნიერებას კვლავ შემოესმა ადამიანის ფეხის ხმა და შესძახა: "კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან". ამოიყვანა ადამიანმა ბედნიერება ორმოდან და განაგრძო გზა. ბედნიერებას ძალიან გაეხარდა, გაეკიდა მას და ეკითხება: "ადამიანო! რა გსურს რომ გაგიკეთო ჩემი დახმარების სანაცვლოდ?" "მე არაფერი არ მინდა" – უპასუხა ადამიანმა. აი ასე აედევნა ბედნიერება ამ ადამიანს უკან და არასოდეს არ მოშორებია გვერდიდან!

არავის არაფერი დააბრალო შენს ცხოვრებაში: კარგმა ადამიანებმა განახეს ბედნიერება, ცუდმა ადამიანებმა მოგცეს გამოცდილება, საშინელმა ადამიანებმა გაჩვენეს გაკვეთილი, საუკეთესო ადამიანებმა გაჩუქეს დაუვიწყარი მოგონებები. girl_smi
miyvarxar dz ავტორი miyvarxar dz 05ივლ10:26
  • მომწონს
  • +1
  • არ მომწონს
«წინა სიახლე შენ ისევ გა...
გავუფრთხილ... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

  • 工 ❤ ㄚ◯∪
    OFF
  • ჩვენიანი

  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
工 ❤ ㄚ◯∪ 19 სექ 2012 14:03
kargiiaa momewonaa clapping

  • Не нравится
  • +3
  • Нравится
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*