ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

მჭირდები

მიყვარხარ, უკვე მერანდენედ ვიმეორებ ამ სიტყვას, იმ იმედით რომ ერთ დღესაც გაიგებ, გაიგებ თუ როგორ მტკივა ეს სიყვარულით სავსე გული, მოხვალ და ჩამეხუტები, ჩამიკრავ გულში და მაგრძნობინებ რომ ისევ გიყვარვარ. ნუთუ ასე მალე დამივიწყე? ასე მალე ამომშალე შენი გულიდან, შენ ხომ ასე ძლიერ გიყვარდი? არ მჯერა რომ შენი ყველა სიტყვა მხოლოდ მორიგი ტყუილი იყო, მაშინ რატომ გიბრწყინავდა თვალები როცა მხედავდი, რატომ მპირდებოდი სამუდამო სიყვარულს. იცი, ვოცნებობდი რომ ოდესმე ჩემ თითზე შენ ბეჭედს დავინახავდი,ვოცნებობდი ერთ დღესაც დილით შენი კოცნა გამაღვიძებდა ,შენ ხომ მპირდებოდი რომ სწორედ ასე იქნებოდა,მპირდებოდი რომ გაჭირვებაში ჩემ გვერდით იქნებოდი,ჩამეხუტებოდი და ცრემლებს კოცნით ამომიშრობდი, მაშინ სად ხარ ეხლა როცა გელოდები, როცა ჩემ თვალებს ცრემლი არ აშრება, უბრალოდ გაქრი მე კიდევ გელოდები,გელოდები რომ ერთ დღესაც კარებთან მოვალ და იქ შენ იდგები. მე ხომ შენით ვცოცხლობ, ყოველ ჩემს ამოსუნთქვაში შენი სიყვარული იგრძნობა,ეს გული ხომ მხოლოდ შენთვის ფეთქავს. ფეთქავს, მაგრამ უკვე გაჩერება უნდა. ძნელია იცოცხლო როცა ცხოვრებას შავი ფერებით უყურებ, როცა მასში ერთ ნათელ ფერსაც კი ვერ ამჩნევ, რაც თუნდაც მხოლოდ ერთი წამით გაგახარებს, სტიმულს მაინც მოგცემს რომ სიცოცხლე გააგრძელო, მაგრამ ეს ფერები არსად ჩანს მხოლოდ შენი სახეა და ირგვლივ სიბნელე, სიბნელე რომელშიც ვიკარგები და უკან ვეღარ ვბრუნდები. ვცდილობ დავინახო მომავალი, მაგრამ ვერ ვხედავ სიბნელე მიშლის. ვხედავ მხოლოდ იმ წარსულს სადაც შენ ჩემთან ხარ, ვცდილობ ვიცხოვრო ოღონდ არა მომავლით, არამედ წარსულით, ის ხომ ასე ტკბილია. ეკლესიაში მივდიოდი, ხატის წინ სანთლით ხელში ვიჩოქებდი და ღმერთს შებრალებას ვთხოვდი, გულით ვევედრებოდი შენი თავი არ წაერთმია, მაგრამ მანაც კი დამივიწყა, დამივიწყა ისე როგორც შენ, უბრალოდ მიმატოვა. მე ხომ შენ გამო სიცოცხლეს დავთმობდი, მე ხომ შენსავით არავინ მიყვარდა და მიყვარს, ნუთუ სიყვარული შენთვის არაფერს ნიშნავს. იცი როდის მაპატიებ, როცა წითელი ვარდებით ხელში ჩემ საფლავთან თვალცრემლიანი დაიჩოქებ მაშინ მეტყვი სიტყვას "გაპატიე,დამიბრუნდი", მაგრამ უკვე გვიანი იქნება. მენატრები და ეს მონატრება მკლავს, შიგნიდან მანადგურებს, გულს მიკლავს და ნაფლეთებად აქცევს. და აბა რაღაა ადამიანი თუ მას გული არ აქვს? ვთქვი ძლიერი ვიქნები მეთქი,მაგრამ არ გამომდის ამ სიყვარულმა დამასუსტა, არარაობად მაქცია, ნეტა ოდესმე თუ ვიქნები ისეთი როგორიც ადრე ვიყავი, თუ გავიცინებ არა მხოლოდ ძალით იმიტომ, რომ სხვამ ეს ტკვილი არ შემამჩნიოს,არამედ იმიტომ რომ გულს უხარია :( შენ მანადგურებ, შიგნიდან მკლავ, შენი სიყვარული მკლავს, უმოწყალოდ მკლავს და არც მიბრალებს ისევე როგორც არ შემიბრალა არავინ. მახსენდება შენი თვალები, შენი ნათქვამი "მიყვარხარ", ის წუთები,წამები როცა ჩემ გვერდზე იყავი. მახსოვს შენი გულის ცემა,როგორ მიყვარდა მისი მოსმენა. ცხოვრება? ამას ცხოვრება არ ქვია, ეს მხოლოდ არსებობაა ,მე მხოლოდ ვარსებობ არ ვცხოვრობ და ერთი სული მაქვს ეს არსებობაც ოდესმე დამთავრდეს, თუ შენ არ დამიბრუნდები :( შენზე ვილოცებ და სიკვდილის დროსაც ბაგე მხოლოდ შენ სახელს იტყვის. მარტო იმას გთხოვ დამიბრუნდი,თუნდაც მხოლოდ ერთი წამით მაინც ჩამახედე შენს თვალებში და გპირდები ჩემ მთელ სიცოცხლეს შენ დაგითმობ, წაიგე ეს ხომ მაინც შენ გეკუთვნოდა და გეკუთვნის. წერაც ხომ შენმა მონატრებამ დამაწყებინა, იმ იმედით რომ რამეში დამეხმარებოდა. შენ ჩემი ის მოთხრობა ხარ, რომელიც დავწერე და სადღაც დავკარგე,ხოლო მისი პოვნის იმედი დღესაც გულში მაქვს, თუმცა არ ვიცი რატომ. მიყვარხარ ყველაზე მეტად
MarK HamS ავტორი MarK HamS 01ივლ01:27
  • მომწონს
  • +11
  • არ მომწონს
«წინა სიახლე რაღაცნაირა...
თანახმა ხა... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

  • miyvarxar dz
    OFF
  • პოსტერი

  • სიახლეები: 137
  • კომენტარები: 163
miyvarxar dz 1 ივლ 2012 09:50
Hm...DzaLiaN kaRgiA, mOmEwOnA... good DzAlian MaGaRiA...


- -და შენ გგონია მე მიყვარხარ ?:)
_ხო,ვიცივიცი არ გიყვარვარ უბრალოდ შენ ჩემზე გიჯდები,ირევი,მაღმერთებ,მო​გწონვარ და ვაფშე სულ შენი თავი გგონივარ
  • Не нравится
  • +1
  • Нравится
  • MarK HamS
    OFF
  • ჩვენიანი

  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 8
MarK HamS 1 ივლ 2012 12:24
MmaadLoobaa

  • Не нравится
  • +2
  • Нравится
  • aLeKo MiyVarXar
    OFF
  • ჩვენიანი

  • სიახლეები: 7
  • კომენტარები: 8
aLeKo MiyVarXar 23 ოქტ 2013 17:21
MaartLaaa MaaGaaRiiiaaa :(((

  • Не нравится
  • +2
  • Нравится
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*