ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

მენატრები, ღმერთო, როგორ მენატრები


მენატრები, ღმერთო როგორ მენატრები! გულის ტკივილამდე, სულის კივილამდე...ტირილამდე...კივილამდე...ვგიჟდები გესმისი როცა ჩემთან არ ხარ ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ, ბოლომდე ვაცნობიერებ იმას, რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, შენით ვსულდგმულობ, შენით ვსუნთქავ, შენით და შენთვის ვარსებობ! ოჰ, როგორ მტკივა ეს მონატრება რომ იცოდე, როგორ მღლის, სულიერად მფიტავს. ყოველი წუთი საუკუნეა უშენოდ!!! თითქოს დრო იყინება, თითქოს არც თენდება და არც ღამდება...ძლივს ვსუნთქავ უშენოდ, რადგან შენ ხარ ჩემი ჰაერი...გთხოვ მალე დამიბრუნდი, დამამშვიდე და ისევ და ისევ მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით, რომ გიყვარვარ სიგიჟემდე და შენი ერთადერთი სიყვარული ვარ! მენატრება შენი თბილის სიტყვები, შენი სევდიანი და სიყვარულით სავსე ხმა! არ შემიძლია უშენობა! შენ ხარ ჩემი სიცოცხლე...
იცი რაი!...არ ჩათვალო,რომ სენტიმენტალისტი გავხდი სიყვარულისგან და მონატრებისგან...არ გეგონოს,რომ ჩემი უხეშობა და გოთური სული დავთმე შენს გამო...არ გეგონოს,რომ შევიცვალე... ისევ ისეთი ვარ,როგორიც შეგიყვარდი...ისევ ისე მიყვარხარ და ისევ ისე მინდა შენი ნახვა...არ გეგონოს,რომ უცხო ქვეყანამ გამომცვალა... არ დაუჯერო,როცა ამბობენ "როცა თვალი თვალს შორდება გული გულს მოშორდებაო"...არ არის მართალი...ჩემი გული არ მოგშორდებია..წასვლისას ის შენთან დავტოვე...ვიცოდი,რომ შენ უკეთ გაუფრთხილდებოდი...
როცა მივდიოდი,ზურგი შეგაქციე და არც მომიხედავს...ნუ იფიქრებ,რომ შენგან მალე მინდოდა წასვლა...უბრალოდ...მეგონა ასე უფრო ადვილი იქნებოდა განშორება...ასე უფრო გადავიტანდი შენს შორს ყოფნას...ნუ იფიქრებ,რომ არ მახსოვდი აქ ყოფნისას...დღე არ გავა,წუთი,წამი რომ შენ არ გამახსენდე...დაღლილს მახსენდებოდი და მენატრებოდი...შენი ნახვის იმედით ვძლებ აქ...ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ...
მეშინია...მეშინია გაუცხოებული დამხვდე...მეშინია აღარ მოგეწონო...ასეთი სულელური შიშები მაქვს ხოლმე...მაგრამ ძალიან მინდა შენი ნახვა...მინდა რაც შეიძლება მალე დავბრუნდე...მინდა... შენთან მინდა...მაინც შენთან მომიწევს მოსვლა ადრე თუ გვიან...ჩემი გული ხომ შენთანაა...მის დასაბრუნებლად მოვალ...ჩაგეხუტები და ისევ ისე მეყვარები,როგორც წასვლამდე...
იცი რაი!...არ იფიქრო,რომ სენტიმენტალისტი გავხდი შენი სიყვარულისგან და მონატრებისგან... უბრალოდ...მომენატრე...
მჭირდები!
TeOo )) ავტორი TeOo )) 25ივნ19:14
  • მომწონს
  • +9
  • არ მომწონს
«წინა სიახლე უშენოდ მგო...
ნუთუ კვლავ ... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

  • miyvarxar dz
    OFF
  • პოსტერი

  • სიახლეები: 137
  • კომენტარები: 163
miyvarxar dz 25 ივნ 2012 20:02
ubralod dzalian kargia...


- -და შენ გგონია მე მიყვარხარ ?:)
_ხო,ვიცივიცი არ გიყვარვარ უბრალოდ შენ ჩემზე გიჯდები,ირევი,მაღმერთებ,მო​გწონვარ და ვაფშე სულ შენი თავი გგონივარ
  • Не нравится
  • 0
  • Нравится
  • TeOo ))
    OFF
  • პოსტერი

  • სიახლეები: 37
  • კომენტარები: 32
TeOo )) 26 ივნ 2012 08:11
miyvarxar dz,
– :*:*:*:*:* give_ros air_kiss

- წარმავალია ყველაფერი ამ ქვეყანაზე, მხოლოდ ერთია, მოგონება, რომ რჩება მარად ))
  • Не нравится
  • 0
  • Нравится
  • aNiii (
    OFF
  • ჩვენიანი

  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
aNiii ( 10 სექ 2012 00:37
good good good good კაარგიიააააა

  • Не нравится
  • 0
  • Нравится
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*