ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

სიყვარული ინტერნეტის გარეშე

სიყვარული ინტერნეტის გარეშე


ჩემს ფიქრებში,ზღვის ნაპირზე სახლი მაქვს და რამოდენიმე დღეა,იქ წასვლა ავიჩემე.ბევრი ეცადა დედა,მაგრამ ვერ გადამაფიქრებინა.ავიღე ჩემი სამოგზაურო ჩანთა,ბევრი გვირილები ჩავაწყვე შიგ და გავემგზავრე.

ზღვა მაცდური ჩანდა,როგორც ადრე. სასიამოვნო და უცნაური სურნელი ჰქონდა მის ტალღებს.უცნაურში ვგულისხმობ,იმ გრძნობას,რომელიც მაშინ გეუფლება,როცა ზღვას უცქერ და იცი არსად გამქცევი აღარ ხარ.მზე ვინ დასთვლის მერამდენედ იბანს პირს და არაფერია ამაში ახალი.

ცხელი ქვიშა პეშვით თმებში ჩავიბნიე და ყოველთვის შესაძლებელია ოცნების ასრულება თუ ფეხაკრეფით გაჰყვები ლურჯ გზას..სიზმრებში გაწეწილი თმებით,ფრთებივით გაშლილი მხრებით და დიდი ლურჯი თვალებით უცდიან ისინი შენთან შეხვედრას და გინდ ოცნება დაარქვი მათ მოლოდინს ან სანაპიროდან გადმოსული ზღვა უწოდე თუნდაც..ისინი ყოველთვის ელიან მგზავრს,რომელსაც ოცნება უყვარს,რომელიც ელოდება მზის ამოსვლას,ბნელ ღამეში და სიყვარულის დაბადებას, ნებისმიერი გარემოებისა და დროის მიუხედავად.

[center]სიყვარული ინტერნეტის გარეშე


ამიტომ მჯეროდა ყოველთვის ლამაზი და ნაზი გრძნობების არსებობა.. სხვანაირად,ხომ შეუძლებელია სიცოცხლე .გაუმართლებელიც კია,ყველაფერი გქონდეს და ვერ იგრძნო,ის რაც გულს, ციხე -სიმაგრედ აქცევს.

ზღვიდან,რომ ამოვედი ნაპირზე გულაღმა დავწექი.მზე ეფერება ჩემს თმებს და მახსენდებოდა ყველა და ყველაფერი,რაც მეგულება ზღვის მიღმა.მენატრება დედა და საყავრელი ადამიანი,რომელმაც ჩემი გამგზავრების შესახებ ჯერ არაფერი იცის,მისთვის არაფერი მითქვამს,რადგან მინდა ვიგრძნო,ის მონატრება,რომელსაც განიცდის,როცა მის გვერდით არ ვარ.

ზღვის პირა სახლი კი მშვენიერია,როგორც ყველაფერი ის,რაც ოცნებას ჰგავს.ფარდები საგანგებოდ ,იასამნებისგან არის შეკერილი.იატაკი კარგად გამომშრალი აკაციაა და საწერი მაგიდა ,ყველაზე ხმელი,ტკაცა -ტკუცით ანთებული ბუხრის ალზე ,მობრძანებული მუზების ,უცნაურ ნაბახუსევს ჰგავს.

თუ ინტერნეტის გარეშე მიჭირს ყოფნა,წიგნებზე რაღა უნდა ვთქვა,ამიტომ ჩემი საყვარელი ლიტერატურა თან მაქვს.გოდერძი ჩოხელის ყველაზე სქელყდიანი გამოცემა,რომელიც ჩემმა შეყვარებულმა მაჩუქა ამ რამოდენიმე დღის წინ და ეს გახდა სახლიდან წამოსვლის მიზეზი.აბა სხვაგან სად უნდა წამეკითხა ჩემი საყვარელი ჩოხელი თუ არა აქ,შუაგულ ზღვაში.

მობილური გამორთული მაქვს,რადგან თუ ვინმეს ძალიან მოვენატრები,ის ისედაც მომძებნის ყოველგვარი თანამაედროვე ტექნიკის გამოყენების გარეშე..შემოდგება,ჩემი სახლის ყველაზე ლამაზ ზღრუბლზე და უცნაურ ბრაგა-ბრუგს ასტეხს,გარშემო ყველას და ყველაფერს დაურღვევს მყუდროებას,ოღონდ კი დამინახოს და გულში ჩამიკრას.

დღეს ზღვა მშვიდია.მე მასთან ვარ და არაფერი აქვს სანარვიულო..იმდენი ხანი ელოდა,ჩემთან ყოფნას რომ ხელს არ მიშლის და ელოდება ,როდის დავიწყებ მასთან საუბარს..

ნაპირზე ვზივარ და ზღვას,როგორც ჩანს დიდი ხანია კარგი მეგობარი არ გამოსჩენია და ამიტომ ისეთი ამბის მოსმენა სურს,რაც რეალური იქნება,მაგრამ გულწრფელი და რომანტიული.. ჩემს გვირილებიან ჩანთაში მეგულება ისეთი ისტორია,რომელიც ნიჟარებს ჰგავს.უცნაურ ემოციას იწვევს მსმენელში და თითქოს მკითხველიც ჩემთან ერთად ზის სანაპიროზე.

და თუ ისინი ნიჟარებს ყურთან მიიტანენე აუცილებლად მოისმენენ სიყვარულის ისტორიას,რომელიც დაიწყო დიდი ხნის წინათ.[/center]
TeOo )) ავტორი TeOo )) 25ივნ11:55
  • მომწონს
  • +7
  • არ მომწონს
«წინა სიახლე სახალისო ს...
რაც უფრო შო... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*