ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

ჰეი შენ! ჰო შენ, შენ გეუბნები!

ჰეი შენ! ჰო შენ, შენ გეუბნები!

მე მოპარული, ალაგ-ალაგ გარღვეული ზედა და დაფლეთილი, ორი ზომით დიდი შარვალი მაცვია, შენ ძვირადღირებული პიჯაკი და გაკრიალებული, ასევე ძვირადღირებული შარვალი.

მე ქუჩაში ვარ წიგნების მაღაზიასთან, შენ კი- საკლასო ოთახში.

მე მცივა, შენ- თბილად ხარ. მე მშია- შენ ამდილით, დედამ ბუტერბროდი გაგიკეთა (რომ იცოდე მე დედა არ მყავს, მაშასადამე არც ბუტერბროდი მაქვს)

მე სწავლა მინდა, შენ კი- გეზარება.

მე წიგნები მინდა, შენ კი- წიგნს არ ეკარები. მე კითხვა მინდა, შენ-კითხვას თამაშს ამჯობინებ. მე მობილური მინდა, შენ კი- ამტვრევ რომ ახალი გიყიდონ. მე სიცივის გამო ვტირი, შენ იმის გამო, რომ გარეთ სათამაშოდ არ გიშვებენ.

მე უსახლკარო ძაღლი მყავს, რომელიც ქუჩაში ვიპოვე, შენ ფუმფულა ჰასკი გყავს, რომელიც მამამ დაბადების დღეზე გაჩუქა.

მე მინდა შევიყვარო ვინმე, შენ კი ყველა გეზიზღება.

მე გვერდს შორიდან მივლიან, რომ შემთხვევით არ შემეხონ, შენ კი-ყველა გეფერება, გეხუტება და გეალერსება.

მე იმის მრცხვენია, რომ გავჩნდი, შენ კი- იმის, რომ პატარა ქალაქში გაჩნდი.

მე დედა მენატრება, შენ კი- ეჩხუბები. მე ფულის თხოვნა მიწევს უცხო ხალხისთვის, რომ შიმშილით არ მოვკვდე, შენ კი- მამას ართმევ ფულს, რომ ახალი ვიდეო თამაში იყიდო.

მე ახლა ვტირი, შენ კი-იცინი.

ხედავ, რამდენი განსხვავებაა ჩვენ შორის?!

ჰეი შენ! ჰო შენ! შენ გეუბნები, შენ და შენნაირებს, თქვენ, ეს ადვილი გგონიათ!

არასდროს გაბედოთ ცხოვრებით უკმაყოფილო იყოთ! ჯერ მე შემომხედეთ! მერე კი ვნახოთ როგორ იწუწუნებთ!
joloxavi ავტორი joloxavi 10თებ17:24
  • მომწონს
  • +4
  • არ მომწონს
«წინა სიახლე Selena Gomez ჟურნა...
Rihanna შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*