ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

შენ ისევ გამეფდი ჩემში

დაღამდა, გაჩნდა წყვდიადი ღამე
არ მიმატოვო მითხარი რამე
მე შენთვის მინდა ქალაქი დიდი
და მოკაშკაშე ლამაზი მთვარე.

ჩემ გულში დარჩა მცირედი სხივი
და სიყვარულით ასხმული მძივი,
დამრჩა იმედი ვიცოცხლებ ამით
გამახსენდები დღისით თუ ღამით.

ჩემი გული კი ვის დავუტოვო
ვის გავუმჟღავნო დამწუხარება,
ვისაც მე ვეძებ ნეტა ვიპოვო
ამით შევწყვიტო გაავდარება.

იქნებ მნათობებს შევთხოვო ჩემი
სათხოვნელი და სადარდებელი
აგერ გავხედე სხივი მთვარისა
და მწუხარების საგოდებელი

არ დააბნელო აღარ ჩახვიდე
ძლივს ამოხვედი ლამაზო მთვარე,
შენ რაღა იცი ვინც მე ვადიდე
გვერდს გადავიგდე ეს არემარე.

აგერ რითმები ლექსს როგორ ვუწყობ,
როგორც უწყობდა გალაქტიონი,
ვინ იცის იქნებ მის ლექსებს უთმობს
ძველი მკვნესარე აკარდიონი.

მაინც , რა ლამაზია ეს მთვარე ნაზი
შუქს, რომ სახეში ნაზად მაპკურებს,
რა ლამაზია ყოველი რამე,
რასაც კი მთვარე ზურგზე დაჰყურებს.
TeOo )) ავტორი TeOo )) 05ივლ09:30
  • მომწონს
  • +10
  • არ მომწონს
«წინა სიახლე მერე რა თუ მ...
ბედნიერება შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*