ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

ეს მინდოდა,მეთქვა

როგორ მიყვარხარ, იცი?
მინდა დილამდე გკოცნო ...
უკვე,
წლებია გიცდი ...
უკვე,
წლებია ვმორცხვობ ...
შენით,
იწყება დილა
შენით იწყება,
ღამე ...
მე შენთან ყოფნას ვცდილობ
და დღეებს ვუთვლი წამებს ...
არ შემიძლია წასვლა
და დავიწყება ყოვლის ...
შენ მენატრები,
ახლა ...
როგორც,
ზაფხულში თოვლი ...
დღეებს დღეებზე ვიცვლი ...
წლები,
თმასავით მცვივა ...
როგორ მინდიხარ, იცი?
როგორც,
ზაფხულში წვიმა ...
ვერც იმას ავხსნი,
როგორ ...
ვერც იმას ვიტყვი,
რატომ ...
ცხოვრებასავით ვბორგავ
უშენოდ ვარ და მარტო ...
ვერ შემაშინებს სიცხით
მობეზრებული დაღლა ...
როგორ მიყვარხარ,
იცი?
როგორ მაკლიხარ,
ახლა ...
შენა ხარ ჩემი გული ...
ჩემი სიცოცხლის ფეთქვა ...
წლებია,
ამას ვფიქრობ ...
და
ეს მინდოდა, მეთქვა.
MarK HamS ავტორი MarK HamS 30ივნ23:52
  • მომწონს
  • +10
  • არ მომწონს
«წინა სიახლე მინდა გავე...
მიყვარხარ შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*