ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

ლექსები

ლექსები

ნუ მთხოვ გავიზარდო მე ხომ პატარა ვარ..
ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..
ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები,
ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..

ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
მაცადე ბავშვობა ასე მირჩევნია..

ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში
ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა
თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..

ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,
თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,
არ მინდა გეყოფა გთხოვ ნუ დამაბერებ,
ბავშვად მიმიჩნიონ ასე მირჩევნია..

სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,
ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია..
მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,
ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია.
ლექსები

მიყვარხარ…ძალიან მიყვარხარ…შენი სუნი და ხმა სიგიჟემდე მიყვარს…
მიყვარხარ,როცა ჩემთან ხარ…და მაშინაც,როცა არა ხარ….
მიყვარს შენზე ფიქრი…ჩვენზე ფიქრი მიყვარს…
მიყვარს წელიწადის ყველა ის დრო,როდესაც ერთად ვიყავით…
მიყვარს ყველა ის გზა და ადგილი, სადაც ერთად გაგვივლია სიყვარულით თვალებში…
მიყვარს ხელჩაკიდებული,რომ გყავარ…და როცა ცივა შენს ჯიბეში ხელის ჩაყოფა…
მიყვარს როცა ხელებზე მკოცნი და თვალებში მიყურებ…
მიყვარს რომ გიღუტუნებ და გაწვალებ,შენ კი იცინი…
მიყვარს ჩვენი ზაფხული და მიყვარს ჩვენი პირველი შეხვედრა…
ჩვენი პირველი კოცნა დღემდე მწვავს…ძალიან მიყვარს…
მიყვარს ჩვენი პირველი ჩხუბი…და ბოლო შერიგებაც მიყვარს…
მიყვარს შენი თბილი,რაღაცნაირი ფერის თვალები…შენი აზრიანი და სევდით სავსე გამოხედვა…
მიყვარს შენი სიცილიც და სერიოზულობაც…
მიყვარს ის ბოლი,რომელსაც პირიდან უშვებ, როცა ჩუმად ეწევი და თვალმოჭუტული რაღაცაზე ფიქრობ…
მიყვარს, რომ ტკივილით მიყურებ … და მაინც ბედნიერი ხარ…
მიყვარს რომ მესიზმრები…თბილი და მოსიყვარულე…
მიყავრს რომ გესიზმრები…როგორი, ეგ შენ იცი…მთავარია,რომ ხშირად გესიზმრები…
მიყვარს შენი ოდნავი შეხება ცხვირზე, როცა ძალიან ყურადღებით უყურებ გზას…
მიყვარს შენთან ლაპარაკი…ყველაფერზე…
საშინლად მიყვარხარ…
მომენატრე…ძალიან მომენატრე დღეის მერე…დიდი ხანია არ მომფერებიხარ თმაზე.
ლექსები

რადგან უთქმელად მჯეროდა შენი,
ერთი სიტყვის თქმაც ვერ გაგიბედე,
გაუბედავებს გაურბით ბედი
ვიცოდი მაგრამ, ვერ გაგიბედე
და გული მაინც დიდხანს არხევდა
ლამაზ იმედებს, ლამაზ ოცნებებს,
ისიც ვიცოდი რომ დაგკარდავდი
ვიცოდი მაგრამ ვერ გაგიბედე...




მე შენ პირველად
ფანჯრიდან დაგინახე
შენც ხომ პირველად,
ფანჯრიდან დამინახე,
ერთი ლამაზად გამიღიმე და
წამართვი ეს ჩემი პატარა გული.
დღეს კი ფანჯრიდან მოგცქერი,
მოგცქერი როგორ მიდიხარ.
ლექსები


21:16
ამ ქვეყნად მოსვლა
მტკივა,უშენობა მტკივა,
მშია,შენი სიყვარული მშია,
მცივა,უშენობა მცივა,
სული გიხმობს და კივა
ვტირი,სულ შენს გამო ვტირი,
ჩვენ შორის არსებულ ოკეანეს ვჩივი,
ნეტა,არსებობდეს ტივი,
შენთან რომ მომიყვანდა რიდით
ნუთუ ჩემთან მართლა აღარ გინდა,
ნუთუ ჩემთან,განცდილი ცამები არაფრად გიღირდა,
როცა სურვილებს თვალები გვიხსნიდა
და თითო შეხვედრა ცხოვრებად გვიღირდა?
შენ გეკითხები–უამისოდ შეძლებ სიცოცხლეს?
მე კი იცოდე:შენთან განცდილი
ჟინით,ლტოლვითა და ალერსით
დიდხანს ვიცოცხლებ
ვიცი,დაგკარგე და აღარ მოხვალ,
მე მაინც მინდა იცოდე,
შენთან განცდილი იდუმალი
წამებისთვის ღირდა სიცოცხლე!
ლექსები


21:14
ვერაფერს გიტოვებთ და ისე მივდივარ,
ხომ გაგახსენდებით ჭაბუკი-ბოჰემა,
ძმაკაცთან მიყვარდა ქეიფი,დალევა,
და მთაში ძმობილთან ცხენების ჭენება.
სატრფოსთან ვამბობდი ვერ დაგაღალატებ,
და თურმე ვცდებოდი,წასვლით ვუღალატე,
ვიცი რომ გამიგებთ და შეგეცოდებით,
და გახსენებაზე თვალსაც აიცრემლებთ.
მივდივარ,არც ვიცი იქ რა მელოდება,
მივდივარ,მიწასთან მინდა ჩახუტება,
იტყვიან ქალაქში,ახალგაზრდა იყო,
უბედურ დედ-მამას რა დღე გაუთენა.
ზოგი გამომლანძღავს,ლაჩარი ყოფილა,
(რამ გადარიაო),იტყვიან ათასნი,
მე გამეცინება და ვიტყვი რა იცით,
რა იცით, მე ამას რამდენჯერ ვინანებ.
ცხოვრებას ვაგინე და ისე დავტოვე,
ნურავინ მიტირებთ(მერევა გონება)
ვერაფერს გიტოვებთ და ისე მივდივარ,
ხომ გაგახსენდებით ჭაბუკი-ბოჰემა.
ლექსები

გამოტყდი, რომ ფიქრობ ჩემზე,
ოცნებით ხომ მაინც მეძებ.
მე კი მეცინება უცნაურ ბედზე,
ჯერ იყო ერთმანეთს ვცდებოდით მუდამ,
მერე გადიკვეთა ჩვენი გზები,
მაგრამ რად გინდა, მრუდად.
არ მიიჩნევდი როცა ცას ქუდად
მაშინ ცდებოდი და ვერ ხვდებოდი,
რომ დიდ სიყვარულს ეგ სიამაყე სულაც არ უნდა.
გრძნობა დაბრუნდა, ხომ მართალი ვარ?
გამოტყდი ერთი რა უნდა,
სულ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმას.
მაგრამ არ გინდა,
თავად ბედი ფეხზე წამოდგა.
თავად შეგვყარა,
როცა უწინ ჩვენს გაყრას ლამობდა.
მაგრამ რად გინდა,
სიყვარული უკვე დაობლდა.
არა, გამოტყდი, ხომ ამაზე შენაც დარდობ და
შენი ფიქრის გორგალიც გაგორდა. .
ლექსები

დიდი ხნის შემდეგ...
როცა წლები მოღლიან მუხლებს და
წამოდგომაში დამეხმარები,
როცა თვალებს ფერი გაუხუნდებათ
მითხარი, რომ ისევ გიყვარვარ...
დიდი ხნის შემდეგ...
როცა სურნელი დაეკარგებათ
იასამნისფერ სიმშვიდის რტოებს და
ღმერთი შენს ანაბარა მიმატოვებს
მიპატრონე...
დიდი ხნის შემდეგ...
როცა უსუსური, ხორცნაკლული თითებით
შეგეხები სახეზე და
თვალებში ჩაგხედავ
მითხარი, რომ ისევ ლამაზი ვარ...
მაშინ,როცა ერთმანეთს
შემოვაღამდებით...
შემოვათენდებით...
შემოვაბერდებით...
ყოველ კვირა დღეს,ჩემს ტაძრადქცეულ სულში
ხავსმოკიდებულ სანთლებს აგინთებ და
ვედრებად დავიცლები...
მხოლოდ მაშინ, როცა ზღვა
მზის ანარეკლს აისხლეტს...
შენ მიმატოვე...
მე გაპატიებ!
ლექსები

ჩამსვით ციხეში, ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან, სადაც გენებოთ,
"მე შენ მიყვარხარ!" ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
"მე შენ მიყვარხარ!" თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
"მე შენ მიყვარხარ!" და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა, ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო, ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი, ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ, ძლიერ და მარად!"
ლექსები

ერთი ამას დამიხედეთ
როგორ წვალობს ბიჭი..
შენ რომ ლექსი დამიწერე
ეგ გგონია ნიჭი???

ბოდიალობ სისულელეს,
სიტყვებს ტვინში იხლი
შენმა სატრფონ ლექსის გამო
გირტყა თავში წიხლი???
შევეცადე კარგი ნიუსი ყოფილიყო, იმედია მოგეწონათ...
miyvarxar dz ავტორი miyvarxar dz 23ივნ21:51
  • მომწონს
  • 0
  • არ მომწონს
«წინა სიახლე ლექსების კ...
სახალისო ს... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

  • TeOo ))
    OFF
  • პოსტერი

  • სიახლეები: 37
  • კომენტარები: 32
TeOo )) 24 ივნ 2012 21:04
– ძალიან მაგარიაა : )) air_kiss

- წარმავალია ყველაფერი ამ ქვეყანაზე, მხოლოდ ერთია, მოგონება, რომ რჩება მარად ))
  • Не нравится
  • 0
  • Нравится
  • miyvarxar dz
    OFF
  • პოსტერი

  • სიახლეები: 137
  • კომენტარები: 163
miyvarxar dz 24 ივნ 2012 22:33
girl_smi madlobt...


- -და შენ გგონია მე მიყვარხარ ?:)
_ხო,ვიცივიცი არ გიყვარვარ უბრალოდ შენ ჩემზე გიჯდები,ირევი,მაღმერთებ,მო​გწონვარ და ვაფშე სულ შენი თავი გგონივარ
  • Не нравится
  • 0
  • Нравится
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*