ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

ლექსების კრებული(4)

ლექსების კრებული(4)

სცენაზე ვდგევარ და ვერ გამიგია რა როლს ვთამაშობ,
სახეს ნიღაბი,გულს დარდი და თვალს ცრემლი ამკობს,
დაღლილი სული,სიყალბისგან გაქცევას ლამობს,
მაგრამ,იხსნება ფარდები და მე კვლავ,ვთამაშობ.
და კვლავ,ვთამაშობ,ბედნიერ და სრულყოფილ როლებს,
მინდა გავიქცე ამ ნიღბიდან,სცენიდან ახლა,
მაგრამ სიმართლეს გავუსწორდე დრო არის უკვე.
ვერ გამიგია,რას ვაკეთებ ან რისთვის ვცოცხლობ,
რამდენ ბოროტ სულს შევებრძოლო,უკვე არ ვიცი.
ალბათ ამიტომ ნიღბიანი ბედნიერი ვარ,
ამ სამყაროში,ვარდისფერია სუყველაფერი...
ლექსების კრებული(4)

სცენაზე ვდგევარ და ვერ გამიგია რა როლს ვთამაშობ,
სახეს ნიღაბი,გულს დარდი და თვალს ცრემლი ამკობს,
დაღლილი სული,სიყალბისგან გაქცევას ლამობს,
მაგრამ,იხსნება ფარდები და მე კვლავ,ვთამაშობ.
და კვლავ,ვთამაშობ,ბედნიერ და სრულყოფილ როლებს,
მინდა გავიქცე ამ ნიღბიდან,სცენიდან ახლა,
მაგრამ სიმართლეს გავუსწორდე დრო არის უკვე.
ვერ გამიგია,რას ვაკეთებ ან რისთვის ვცოცხლობ,
რამდენ ბოროტ სულს შევებრძოლო,უკვე არ ვიცი.
ალბათ ამიტომ ნიღბიანი ბედნიერი ვარ,
ამ სამყაროში,ვარდისფერია სუყველაფერი...
ლექსების კრებული(4)

ცას ახედე რა ლამაზი ფერები აქვს,
რა საოცრად იძირები მის მორევში,
ვარსკვლავები მძივებად რომ დაჰფენია,
და ცეკვავენ თითქოს ტანგოს გამალებით,
გიზიდავენ გინდა შენც რომ ჩასწვდე მის აზრს,
შენც იცეკვო ტანგო ასე გამალებით,
განა ვინმე საუცხოო მამაკაცთან ?
არა, ისე შენთვის მაგრამ აჩქარებით,
ჩამაფიქრა ამ მეჯლისმა ზეციურმა,
მივისწრაფი მწვერვალისკენ რაღაც ურცხვად,
ალბათ განცდა დამეუფლა გატაცების,
და იმ ღამეს მშურდა ცის და ვარსკვლავების.
ლექსების კრებული(4)

ლექსების კრებული(4)

თქვენ ახლა პარიზში ცხოვრობთ,
მადმუაზელ!
ლამაზი თანწყობა:პრინცესა,პარიზი.
ალბათ ფრანგ ვაჟკაცებს გულები შუაზე
გადაუხლიჩეთ და უამრავ კაპრიზსაც
ვერაფრით ელევით.

ეს ისე,უბრალოდ და ერთი შეხედვით.
და იქნებ ეს ლექსიც წერილს გავს შაბლონურს.
ვწერ სულ სხვა რაკურსით,თქვენთან კი
შემთხვევით,
როდესაც სიშორით გტკივდება სამშობლო
სწორედ ის წუთია.

ჩემთან კი მაგიდა. ფოტოდან ღიმილი...
ჰო,თქვენი პროფილი და ჩემი სიბრმავე.
(ძნელია ეს ჩემებრ პაჟებმა იხილონ )
და ყველა პოეტიც გეტყოდათ იმავეს
აწევით ხელების!

რადგანაც ასეა ცხოვრების პრინციპი,
დასასრულს რითმებიც თავისით
დალაგდნენ.
მადმუაზელ პარიზი სავსეა პრინცებით
ხოლო თქვენს მშობლიურ,საყვარელ ქალაქთან
აპრილის მწუხრია.

ვზივარ და დრომოჭმულ რომანტიზმს
ვაღმერთებ,
ამ ლექსად წერილსაც არ დარჩა სხვა ხიბლი.
ავივლი როგორმე ისევ ამ აღმართებს,
თქვენ ანგელოზად კი ღიმილი გამხილებთ.

თქვენ ახლა პარიზში ცხოვრობთ,
მადმუაზელ!
ლექსების კრებული(4)
miyvarxar dz ავტორი miyvarxar dz 23ივნ20:43
  • მომწონს
  • 0
  • არ მომწონს
«წინა სიახლე ცეკვის ფოტ...
ლექსები შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*