ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

ლექსების კრებული - ნაწილი 2

ლექსების კრებული - ნაწილი 2


ჰე! მამაკაცნო თქვენ რა იცით
რა არის ქალი? ნამდვილი ქალი?
ქალი ცეცხლი არს, ქალი წვიმააა
ქალი ქარი და ქალი ყინვაა
დილა,საღამო,მზე და ვარსკვლავი
ქალი ნაზია როგორც ლერწამიი
ქალი თბილია თანაც ცბიერი
ქალი ტკბილია, როგორც ბადაგი
ქალი გიჟი და ქალი ჭკვიანი
ქალი მდუმარე, ელვარე მთვარე
მთის წყაროსავით სპეტაკი ქალი
ქალი ოცნება, ქალი ფიქრიააა
განა უმისოდ კაცს შეუძლია?
* * *
მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ?
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს
ანდა როდესმე ატირებულხარ
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები
შენზე ფიქრებით იწყება დილა
გისურვებ ულევ ბედნიერებას
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად
ვიცი რომ ჩემი შენ ვერ გახდები
შენი ფიქრები სხვაგან დაჰქრიან
შენი გული კი სათივით ძგერს
და ფარულ ვნებებს ჩუმად აღვიძებს
ეს ის გრძნობა რომელიც შენზე
ძალიან არის შეყვარებული
ეს ის გრძნობა რომელიც მუდამ
შენი მზერით არს დატყვევებული.
* * *
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე..
* * *
წუხელ სიზმარში შენ დაგინახე
თითქოს შენს სახეს ვეფერებოდი,
ცხადში ვიცი რომ ეს არ მოხდება
სიზმარში კოცნას გევედრებოდი..
* * *
ვერასდროს დავწერ მე უკვე სხვაზე,
არ მყვარებია არასდროს ასე!
ლექსი არ არის კაცზე და ქალზე,
სტროფებით მე ნამდვილ სიყვარულს ავღწერ!...
მომბეზრდა!
მომბეზრდა ! ღმერთო სეტყვა მზის ნაცვლად...
მომბეზრდა ! გულში ამ ბოღმის თოვა,
მომბეზრდა ! ღმერთო ჯურღმული სახლად,
მომბეზრდა ! ლოდინი ის როდოს მოვა...
მომბეზრდა ! სულთან გაბმული ბრძოლა,
მომბეზრდა ! რითმის დაწერა კალმით,
მომბეზრდა ! ქუჩაში მათხოვრის წოლა,
მომბეზრდა ! ცხენის ჭენება ალმით...
მომბეზრდა ! ყოველდღე ეს არაფერი,
მომბეზრდა ! უკვე ლუდიც რომ მათრობს,
მომბეზრდა ! შავი , მომბეზრდა ! ფერი ,
მომბეზრდა ! ისიც რომ ეს ლექსი გართობს,
მომბეზრდა ! ღამის შიში რომ მაწვალებს,
მომბეზრდა ! სიზმარში ნათვრის ხე ხმებოდა,
მომბეზრდა ! ცრემლის ამბორი წამწამებს,
მომბეზრდა ! წეღან გრძნობა რომ ქრებოდა,
მომბეზრდა ! ალბათ თავის თკივილიც,
მომბეზრდა ! ყოველდღე რითმების სწავლა,
მომბეზრდა ! ჩემ ძმასთან უაზრო კივილი,
მომბეზრდა ! ჩემს თბილისში ყოველწელს გვალვა...
მომბეზრდა ! გონების ბოროტი მარად,
მომბერდა ! ლამაზი ნარცისიც გჯერა ???
მომბეზრდა ! ოცნების გაყიდვა ლარად ,
მომბეზრდა ! ქალაქი ბნელია ჯერაც ......
* * *
მე თუ არ გეტრფი...
უჩემოდაც ბევრნი გეტრფიან,
თუმც ტრფიალების ბევრს არა აქვს
ნიჭი და თავი.

მე თუ არ გიმღერ...
უჩემოდაც ბევრნი გიმღერენ
და გამანებე, გამანებე
რა, მუზავ თავი!
* * *
მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა.
* * *
ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,
ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.
ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,
სევდა როდემდე არ დამასვენებს?
დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,
თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,
მოგონებებში ჩავიძირე და
საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები...
* * *
არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გეტყვი, იქნებ შენ მიხვდე
მაგ თვალებამდე ძლივს ვაღწევ მზერას,
რა დავინახო მე თვალებს იქეთ?..

შენი ღიმილი აქეზებს გრძნობას
შენ კი მაგ გრძნობის შხამით მიწამლე,
გიჟურ ოცნებას არ უყვარს ბრძნობა,
გაგიჟებული მაგ შხამსაც დავლევ.

ოღონდ კი ვნახო ისევ თვალები,
რომლითაც გული უზომოდ დათვრა.
არ მენანება ზოგჯერ არც წლები
ზოგჯერ წამებსაც დავუწყბ დათვლას.

მაინც ვერ ხვდები შენ ჩემთვის ვინ ხარ?
ალბათ მისტირი ჯერ ისევ წარსულს,
და სიმთვრალეში დასმული კითხვა…
ნუ შეწუხდები არ ვითხოვ პასუხს...♥
* * *
მე მეჩვენება რომ ცხოვრება
დიდი ზღვა არის
და ამ ზღვაში
ჩემი ფიქრი ერთი წვეთია
შეყვარებული ცხოვრებაში
ბევრჯერ იქნები
მაგრამ პირველი სიყვარული
მაინც ერთია!...♥
ლექსების კრებული - ნაწილი 2

ლექსების კრებული - ნაწილი 2
miyvarxar dz ავტორი miyvarxar dz 14ივნ13:09
  • მომწონს
  • +5
  • არ მომწონს
«წინა სიახლე DIY (41 ფოტო) [4]
Sunset (24 ფოტო) [2] შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*