ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

ლექსების კრებული

ლექსები


და მიარღვევს ჭვავის ყანას...

სველი ჯენი, ეს საბრალო,
მშრალი ნეტავ როდისა გვყავს:
მიწას დასთრევს ქვედაბოლო
და მიარღვევს ჭვავის ყანას!
მიდის, მირბის, არ იღლება,
არ დაგიდევს გზას და შარას,
მიწას დასთრევს ქვედაბოლო
და მიარღვევს ჭვავის ყანას!
იქნებ ნახოს გულისსწორი,
ციცქნა ქალმა სოფლის პირას ,
იქნებ კოცნაც გამოსტყუოს,
ან ატირდეს სიმწრით დილას.
იქნებ ნახოს გულისვარდი
ციცქნა ქალმა სოფლის გარეთ,
დაეკონოს ტუჩზე ბიჭი...
ყველას უნდა ცოდნა, დახეთ.
თუკი ნახა გულისსწორი
ციცქნა ქალმა გზაზე,სადმე,
აკოცა თუ არ აკოცა,
ნეტა ვისი არის საქმე?!


რობერტ ბერნსი

--

არ ჩაგეძინოს

არ ჩაგეძინოს...ჩვენ ხომ
ჯერ ეხლა ვიწყებთ სიცოცხლეს..
არ ჩაგეძინოს...
შეხედე ამ ცას ფეხქვეშ გვეგება...
ვარდისფერდება მთები.. შორეულ აღმოსავლეთში...
და დღეს ახლოა..
ჩვენს ოცნებებთან შუბლით შეხება..
არ ჩაგეძინოს..
თორემ.. ხომ ხედავ მიდის სიცოცხლე...
არ ჩაგეძინოს..
ჰა.. სადაცაა უკვე თენდება..
არ ჩაგეძინოს.....
თორემ ვერ იგრძნობ როგორ გაკოცებ
და შენ ეს კოცნაც..
აღარასოდეს გაგახსენდება..
არ ჩაგეძინოს..
სანამ ჩემს ნაკვთებს.. შენი თითები იმახსოვრებენ..
არ ჩაგეძინოს
სანამ ფრთები გვაქვს.. აღარ ვამძიმებთ მიწას ფეხებით...
არ ჩაგეძინოს სულ ამას გთხოვდი გახსოვს იმ დღემდე..
სულ ამას გთხოვდი ო.. ერთხელ მაინც არ ჩაგეძინოს
არ ჩაგეძინოს..
---

ლამაზი დღე

როცა მეგონა ვიყავი დიდი
ისეთი დიდი, რომ ცას მივწვდებოდი.
როცა არასდროს არ მითქვამს სხვისთვის,
რომ მე ვიყავი პატარა დიდი.

მითხარი სად თავდება ღამე
მითხარი, შენ მითხარი რამე
მთავრდება მუქი ფერების კონა
ამოდის მზე და ანათებს ოთახს
და ისევ დავრჩებით მე, მზე და ლამაზი დღე.

როცა სიზმრები ცხადშიც ახდება
როცა მე და შენ დავრჩებით მარტო
ჩვენი ფიქრები ცაში გაქრება
ისევ მომიწევს დარჩენა მარტო.

მითხარი სად თავდება ღამე
მითხარი, შენ მითხარი რამე
მთავრდება მუქი ფერების კონა
ამოდის მზე და ანათებს ოთახს
და ისევ დავრჩებით მე, მზე და ლამაზი დღე.

როცა მეგონა ვიყავი დიდი
ისეთი დიდი, რომ ცას მივწვდებოდი.
როცა არასდროს არ მითქვამს სხვისთვის,
რომ მე ვიყავი პატარა დიდი.

მითხარი სად თავდება ღამე
მითხარი, შენ მითხარი რამე
მთავრდება მუქი ფერების კონა
ამოდის მზე და ანათებს ოთახს
და ისევ დავრჩებით მე, შენ და ლამაზი დღე.
---

მგზავრული

მივდივარ.
ღამე არ იღალება
და თითქმის მეც ვერ ვგრძნობ დაღლილობას.
მთვარე, _ ჩინელის ძუნწი თვალებით, _
იჩენს ქართველის ხელგაშლილობას.
მივდივარ.
უკან ჩამომრჩა ღამე.
შემომეფეთა გზაში ცისკარი.
ტოროლასავით მიფრინავს თვალი, _
გული კი ჩემზე უფრო იჩქარის.

სიჩუმეს არღვევს მამლის ყივილი.
ისმის აქა-იქ ძაღლების ყეფა:
დარჩენას სთხოვენ
მთვარეს ძაღლები,
მთვარე კი მაინც
ჩადის, _
არ რჩება.

მზეს, ალბათ, ჩემთან მგზავრობა უნდა, _
ყაყაჩოვდება უკვე ცის კიდე;
მე კი მინდა, რომ ეს ღამე ტურფა
იყოს,
გაგრძელდეს
ცოტა ხანს
კიდევ!

მუხრან მაჭავარიანი
--
Admin ავტორი Admin 06ოქტ23:05
  • მომწონს
  • 0
  • არ მომწონს
«წინა სიახლე სელენა გომ...
გულს ვკითხ... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*