ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

ძალიან ამაღელვებელი ისტორიები

ძალიან ამაღელვებელი ისტორიები


იყო უსინათლი ბიჭი რომელსაც შეუყვარდა გოგონა. რაღაც დროის შემდეგ ამ გოგონამ სთხოვა მას გამხდარიყო მისი ქმარი. ბიჭმა უპასხა რომ შეირთავდა ცოლად მაშინ როცა შეძლებდა მის დანახვას. გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდა დონორი რომელმაც ბიჭს თვალები აუხილა.ოპერაციის შემდეგ ყმაწვილი აღელვებული და გახარებული იყო რადგან სეძლებდა საყვარელი ქალის დანახვას,თუმცა გაოგნდა როცა გოგონაც უსინათლო აღმოჩნდა. .ამის შემდეგ ბიჭმა უარი განაცხადა მის შერთვაზე.მაშინ გოგო მშვიდად მიუახლოვდა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა
-როგორც გინდა საყვარელო,მაგრამ გთხოვ კარგად გაუფრთხილდი ჩემს თვალებს...


ძალიან ამაღელვებელი ისტორიები


ბიჭს სიგიჟემდე უყვარდა გოგო,მან გაუკეთა მასს 1000 ქაღალდის წერო და აჩუქა სამახსოვროდ.ამ დროს იგი მუშაობდა უბრალო დაწესებულებაში,არ უბრწყინავდა მომავალი მაგრამ ისინი იყვნენ ძალიან ბედნიერები მანამ სანამ გოგონამ არ გაუმჟღავნა რომ მიდიოდა პარიზში..სამუდამოდ. ასევე დაამატა რომ ვერ წარმოიდგენდა მათ მომავალს ერთად და ორივესთვის უკეთესი იყო ცზოვრებს გზას ცალ-ცალკე გაყოლოდნენ.
გულგატეხილი ბიჭი დაეთანხმა თუმცა ამ დღის მერე სრულიად სეცვალა ცხოვრება. თავდაჯერება სიმამაცე და შრომისუნარიანობა მოიკრიბა და დიდი ძალისხმევის და მეგობრების დახმარების შედეგად საკუთარი კომპანია დააარსა.
ერთ წვიმიან დღეს როდესაც იგი ძვირფასი მანქანით სახლში ბრუნდებოდა შეამჩნია მოხუცი წყვილი რომელიც ქოლგას ეფარებოდა. მამაკაცს არ გაუჭირდა ერთ დროს საყვარელი ქალის მშობლების ამოცნობა. მაშინ იგი შეიპყრო სურვილმა შეეჩერებინა მოხუცები,ეთქვა რომ შეიცვალა,გამდიდრდა. ეჩვენებინა მდიდრული სახლი,მანქანა, დაემტკიცებინა რომ შეძლო ეს ყველაფერი. წყვილი სასაფლაოს გზას აუყვა ბიჭი კი მანქანიდან გადმოვიდა და მათ უკან მიყვა..საბოლოოდ მან მიაღწია საფლავის ქვას რომლიდანაც აალგაძრდა ქალიშვილი იღიმოდა. გაოგნებული მამაკაცი მოხუცებმა შეამჩნიეს და მის კითხვაზე თუ როგორ მოხდა ეს სიმართლე არ დაუმალეს. აღმოჩნდა რომ გოგონა სულაც არ წასულა პარიზში, იგი ავადმყოფობდა,ამიტომაც არ სურდა საყვარელი ადამიანიშთვის ხელი შეეშალ ვინაიდან დარწმუნებული იყო რომ ბიჭი დიდ წარმატებას მიაღწევდა ცხოვრებაში.მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე როგორც გინდა არ ნიშნავს რომ არ უყვარხარ მთელი გულით. საფლავის გვერდზე 1000 ქაღალდის წერო იყო რომელიც გოგონას თხოვნით ბიჭს უნდა დაბრუნებოდა რადგან სურდა სამახსოვროდ დარჩენოდა მას. ბიჭი დაემხო და ცრემლები წასკდა..ყვრ;ლაზე ძნელი ომ ის მონატრებაა როცა გვერდით გყავს და ვერ ეხები,ვერ გრძნობ..უბრალოდ ვერ ახერხებ მასთან ყოფნას...



ძალიან ამაღელვებელი ისტორიები


იგი შეხვდა მას წვეულებაზე...გოგო იყო ლამაზი,პოპულარული. ყველას სურდა მასთან ცეკვა...ბიჭი უბრალო,შეუმჩნეველი არავინ აქცევდა ზედმეტ ყურადღებას. წვეულების ბოლოს როგორც იქნა მოიკრიბა გამბედაობა და გოგონა ყავის დასალევად დაპატიჟა. გოგოს ძალიან გაუკვირდა მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ბიჭს არ წყენოდა დასთანხმდა.
ისინი იჯდნენ პატარა მყუდრო კაფეში...ბიჭი ძალიან ნერვიულობდა და ვერაფერს ამბობდა. ამან გოგონას დისკომფორტი შეუქმნა,მას მხოლოდ ის სურდა რომ მალე წასულიყო სახლში. უეაცრად ბიჭმა მიმტანს სთხოვა მიეტანა მისთვის მარილია რათა ბიჭს იგი ყავაში ჩაეყარა.
ყველა ისე უყურებდა მას როგორც შეშლილს
-ეს რა უცნაური ჩვევაა? იკითხა გოგონამ
-მე ბავშვობასი ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობდი...მე მახსოვს მისი გემო. და ეს ყავაც მახსენებდ მას. ჩემს ბავშვობას,ქვეყანას,მშობლებს რომლებიც ისევ იქ ცხოვრობენ..
ამ სიტყვებმა გოგოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს რადგან მან იფიქრა რომ ბიჭი რომელიც ასეთ რამეს აკეთებდა იყო შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე,მშობლებზე,იკო კეთილი და გულწრფელი,ამიტომ გოგონა გაიხსნა და თვითონაც მოყვა საკუთარი ბავშვობის შესახებ. ეს პაემანი იყო არაცვეულებრივი დასაწყისი მათი რომანისა,გოგო მიხვდა რომ ყმაწვილი იყო მისი იდეალური სიყვარული:კეთილი,მზიარული,ერთგული,მზრუნველი,გულწრფელი.ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეს ურთიერთბა ზღაპარივით დაგვირგვინდა.პრინცესა გაყვა პრინცს და ისინი ცხოვრობდნენ ბედნიერად..ქალი ყოველ დღე უმზადებდა საყვარელ ქმარს მარილიან ყავას.
'40 წლის შემდეგ მამაკაცი ავადმყოფობამ შეიწირა...ხოლო ქალმა კი იპოვა მისი საბოლოო წერილი..
"ჩემი ძვირფასო...მაპატიე ძალიან გთხოვ...მე მოგატყუე მხოლოდ ერთხელ. გახსოვს ჩვენი პირველი პაემანი? მასინ ისეთი აღელვებული ვიყავი შაქრის მაგივრად მარილი ვითხოვე. შემრცხვა ამის აღიარება და ამიტომაც გითხარი რომ ეს მშობლიურ მხარე მაგონებდა. მე ხომ ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ეს იქნებოდა შესავალი ჩვენს შორის გამართული არაცვეულებრივი დიალოგისა? ამის შემდეგ ყოველ დღე ვცდილობდი სიმართლის თქმას მაგრამ მესინოდა რომ შენ დაკარგავდი ჩემდამმი ნდობას და არსდროს დამიჯერებდი...ეხლა კი ვკვდები და არაფრის მეშინია ამიტომაც გეტყვი სიმართლეს: მე არ მიყვარს მარილიანი ყავა. უფრო მეტიც მე მძულს ის,ეს საშინელი მლაშე გემო...მაგრამ შენ იმდენად დიდი დიყვარულით ამზადებდი მას რომ მე ვსვამდი ყოველ დღე და ეხლა არ გატყუებს..გთხოვ დამიჯერე...მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ამ სასმელის გარეშე...
მთელი გულით კვლავ შენზე შეყვარებული...."
ამის შემდეგ როდესაც წალს ეკითხებოდნენ თუ როგორი გემო ქონდა ამგვარ ყავას იგი პსუხობდა..
-ტ კ ბ ი ლ ი


ძალიან ამაღელვებელი ისტორიები


ერთ დღეს ღარიბმა ბიჭმა რომელიც კარიდან კარზე ყიდდა საქონელს რათა გადაეხადა სკოლაში სწავლის საფასულრი,აღმოაჩინა რომ ჰქონდა მხოლოდ ერთი 10ცენტიანი მასინ როდესაც ძალიან შიოდა. მან გადაწყვიტა მეზობლიცთვის ეთხოვა მცირე ულუფა,მაგრამ სრულიად შეეცვალა გეგმები როდესაც კარები მომხიბვლელმა ახალგაზრდა გოგონამ გააღო. ბიჭმა საჭმლის მაგივრად ერთი ჭიქა წყალი ითხოვა. მასპინძელი მიხვდა რომ ბიჭს შიოდა და დიდი ჭიქით რძე გამოუტანა. ყმაწვილი სვამდა ნელა. როდესაც მორჩე მან იკითხა თუ რამდენო ჰქონდა მათი ვალი. გოგომ კი უპასუხა:შენ არ გაქვს ვალი. დედაჩემი მუდამ მასწამლიდა რომ სიკეთისთვის გასამრჯელო არ უნდა მოვითხოვოთ. მასინ მიიღე ჩემი გულწრფელი მადლობა უპასუხა ბიჭმა. მისი სახელი იყო ჰოვარდ კელი.
რამდენიმე წლის შემდეგ გოგონა გახდა ავად. ადგილობრივმა ექიმებმა ვერ შეძლეს მისი დახმარება.გოგონა დედაქალაქში გადაიყვანეს რადგან პროფესიონალებს შეესწავლათ მისი მდგომარეობა.ექიმი ჰოვარდ კელი გამოიძახეს პაციენტთან კონსულტაციაზე.როდესაც ექიმმა ახალგაზრდა გოგონას საცხოვრებელი ადგილი გაიგო, უცნაურმა ნაპერწკალმა გაუელვა თვალში.ამის მერე ბრძანა, რომ გაეკეთებინათ ყველაფერი რათა გადაერჩინათ გოგონა. იმ დღის მერე პაციენტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ექიმისგან. დიდხანს ბრძოლის შემდეგ ექ.კელიმ მოახერხა განეკურნა ქალიშვილი.
ექიმმა პაციენტისთვის გასაგზავნ ჩეკს დაბლა რაღაც მიაწერა.ახალგაზრდა ქალმა ხელის კანკალით გახსნა ფურცელი,რადგან ეგონა მთელი თავისი ცხოვრება დასჭირდებოდა სამკურნალო ფულის გადახდას.თუმცა მისი მზერა მიიპყრო ჩეკის ქვემოთ დაწერილმა წერილმა:"მთელი საფასური გადახდილია ერთი ჭიქა რძით ".ქალს თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა და ხმამაღლა წარმოთქვა:მადლობა უფალო , რადგან შენი სიყვარული აფრქვევია ადამიანების გულსა და ხელებს.



ძალიან ამაღელვებელი ისტორიები


მარკი მიდიოდა სკოლიდან სახლში,როდესაც მის წინ შეამჩნია ახალგაზრდა ყმაწვილი,რომელიც ცდილობდა აეკრიფა ქუჩაში მიმოფანტული ნივთები.ბეისბოლის ფორმა,ბევრი წიგნი,ხმის ჩამწერი,რადიო და ა.შ. მარკი მიუახლოვდა და მიეხმარა ბიჭშ ყველაფრის აკრეფვაში და ვინაიდან მათ ერთი გზა ჰქონდათ შესთავაზა დახმარებოდა ამ ყველაფრის წაღებაში.აღმოჩნდა,რომ ბიჭს ერქვა ბილი უყვარდა ბეისბოლი,ვიდეოთამაშები და ისტორია.ასევე ჰქონდა უამრავი პრობლემა,სხვა საგნების სწავლაში,ზოგადად ცხოვრებაში და,რომ დღეს დაშორდა შეყვარებულს.სახლში მისვლისთანავე ბილმა მარკი სახლში მიიპატიჟა.მათ დალიეს ლუდი,უყურეს ტელევიზორს,ბევრი იცინეს და გაატარეს სასიამოვნო დრო.მათი მეგობრობა გაგრძელდა,ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს სკოლაში,სადილობდნენ ერთად. დაამთავრეს ერთი სკოლა და ერთდროულად ჩაირიცხნენ უმივერსიტეტში. მთლი წელი მათ ჰქონდათ წერილობითი კავშირი. იმ დრეს კი როცა მარკის უნის დაამთავრების საღამო აზლოვდებოდა ბილმა იგი ცალკე გაიხმო და უთხრა რომ ჰქონდატ სალაპარაკო მნიშვნელობან თემაზე.
:არასოდეს დაინტერესებულხარ რატომ მიმქონდა ამდენი რამ იმ დღეს სახლში?იცი მარკ,იმ დღეს მე მინდოდა გამენთავისუფლებინა ჩემი სკოლის კარადა რადგეან არ დარჩენოდა იქ ნაგავი როცა სხვა მიითვისებდა მას...იმიტომ რომ იმ დღეს მე ავიღე დედაცემის დასაძინებელი წამლები და ვაპირებდი თავის მოკვლას. ხოლო როდესაც შენ მოხვედი დაჩვენ გავატარეტ არაცვეულებრივი დრო მე მივხვდი რომ მე დავკარგავდი ამას. თავი რომ მომეკლა მე მომენატრებოდა ეს ყველაფერი და ამის გარდა ბევრი რამ. მეოგბრები,სიცილი...ამიტომაც მარკ შენ იმ დრეს არა მარტო მომეხმარე ტვირთის გადაზიდვასი არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გააკეთე. შენ იხსენი ჩემი სიცოცხლე...


ძალიან ამაღელვებელი ისტორიები


ახალგაზრდა ყვაწვილი უნივერსიტეტს ამთავრებდა. მას სურდა ძალიან მაგარი სპორტული მანქნა, მან იცოდა რომ მამაისს ქონდა შესაძლებლობა ეყიდა ის,ამიტომაც უთხრა მას რომ ეს იყო მისი სანუკვარი ოცნება. როცა გამოსაშვები დღეები ახლოვდებოდა ბიჭი ელოდა მამისგან ნიშანს მანქანის ყიდვის თაობაზე. უნივერსიტეტის დამთავრების დღეს მამად დაიბარა ბიჭი კაბინეტში და უთხრა რომ ამაყობდა მისით,უთხრა თუ როგორი გახარებული იყო რომ ასეთი კარგი შვილი ყავდა და რომ ძალიან უყვარდა იგი. ამის შემდეგ გადასცა ლამაზად შეფუთული ყუთი. ოდნავ იმედგაცრუებულმა ღუმცა ცნობისმოყვარეობით შებყრობილმა ბიჭმა მამაც ჩამოართვა საჩუქარი,გახსნა და ნახა ახალთახალი ტყავისყდიანი ბიბლია. ბიჭი განრისხდა,წიგნი მოისროლა და მამას უყვირა:ამდენი ფულით რაც შენ გაქვს, მხოლოდ ბიბლია მიყიდე? შემდეგ უკანმოუხედავად გაიქცა.
გავიდა წლები,ბიჭმა დიდ წარმატებას მიაღწია. ქონდა არაცვეულებრივი სახლის,ყავდა კარგი ოჯახი. ერთხელაც იფიქრა რომ მამამისი უკვა მოხუცებულიყო და იქნებ ღირდა კიდეც მისი ნახვა...მას ხომ არ ენახა მშობელი სწორედ იმ საბედისწერო დღიდან.სანამ იგი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოუვიდა ტელეგრამა რომელიც იუწყებოდა მამის გარდაცვალების ამბავს. მთელი მოხუცის ქონება შვილს რჩებოდა. მამაკაცი ჩემიდა მამის სახლში,შევიდა კაბინეტში და მაგიდაზე ნახა სრულიად ახალთახალი ბიბლია,სწორედ ის იმ დღეს რომ დატოვა. ცრემლმორეულამ გადასალა წიგნი რომ უეცრად მისი ბოლოდან მანქანის გასაღები ჩამოვარდა. იქვე იყო ჩემი რომელიც სწორედ იმ მაქანის გამყიდველ გამოეწერა..ჩეკზე გარკვევით იკითხებოდა სიტყვებ "სრულიად გადახდილია"


P.S. თუ მოგეწონებათ კიდევ დავდებ:***
Nino ავტორი Nino 23სექ13:09
  • მომწონს
  • +2
  • არ მომწონს
«წინა სიახლე შეყვარებულ...
სიცოცხლე ს... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

  • miyvarxar dzaan
    OFF
  • პოსტერი

  • სიახლეები: 37
  • კომენტარები: 27
miyvarxar dzaan 23 სექ 2012 13:53
kargebi iyo.. kidev dadet asetebi

  • Не нравится
  • 0
  • Нравится
  • Nino
    OFF
  • დედოფალა

  • სიახლეები: 641
  • კომენტარები: 174
Nino 23 სექ 2012 22:13
aucileblad man_in_l

  • Не нравится
  • 0
  • Нравится
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*