ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

შფოთვა

შფოთვა — ფსიქოვეგეტატიური წონასწორობის დარღვევის სუბიქტური ასახვა, რომელიც წარმოქმნის ფსიქიკური სტრესის ყველაზე ინტიმურ მექანიზმს და საფუძვლად უდევს ფსიქოპათოლოგიური დარღვევების დიდ ნაწილს. შფოთვა კლინიკურად ვლინდება გაურკვეველი საფრთხის შეგრძნებით.იზრდება დაძაბულობის შეგრძნება, რაც აძნელებს რეალურად საფრთხის შემცველი და უმნიშვნელო გამღიზიანებლის ერთმანეთისგან გარჩევას..
შფოთვა, რამდენიმე ცალკეული ემოციის კომბინაციას წარმოადგენს. შიში,(ამათგან შიში ბაზისური ემოციაა) სევდა, განრისხება, ინტერესი, სირცხვილი,ამ ემოციათა სხვადასხვაგვარი კომბინაცია განსაზღვრავს შფოთვის ინტენსივობას და სპეციფიკას. შფოთვა, როგორც პროცესი გულისხმობს გარემოში არსებული სტრესული გამღიზიანებელი ან პიროვნების შინაგანი სამყაროდან მომდინარე, მუქარის შემცველი სტიმულის გავლენით აქტუალიზებულ კოგნიტურ, აფექტურ და ქცევით რეაქციებს. ზიგმუნდ ფროიდი გამოყოფს ნევროტულ შფოთვას და ობიექტურ შფოთვას. ობიექტური შფოთვის შემთხვევაში გარემოში არსებული რეალური სიტუაცია ინდივიდის მიერ აღიქმება, როგორც სახიფათო, რასაც მოსდევს საფრთხის ინტენსივობის პროპორციული ემოციური რეაქცია. ნევროტული შფოთვის შემთხვევაში საფრთხის წყარო პიროვნების შინაგან სამყაროში არსებობს.ფროიდის მიხედვით ბავშვობაში დათრგუნული,განდევნილი სექსუალური და აგრესიული ლტოლვები ცდილობენ ცნობიერებაში ამოსვლას, რაც აღიქმება, როგორც სახიფათო და იწვევს ნევროტულ შფოთვას...
miyvarxar dz ავტორი miyvarxar dz 30ივნ20:40
  • მომწონს
  • 0
  • არ მომწონს
«წინა სიახლე რა მიყვარს ....
მე შენით ვს... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*