ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


ჰეი შენ! ჰო შენ, შენ გეუბნები!

მე მოპარული, ალაგ-ალაგ გარღვეული ზედა და დაფლეთილი, ორი ზომით დიდი შარვალი მაცვია, შენ ძვირადღირებული პიჯაკი და გაკრიალებული, ასევე ძვირადღირებული შარვალი.

მე ქუჩაში ვარ წიგნების მაღაზიასთან, შენ კი- საკლასო ოთახში.

მე მცივა, შენ- თბილად ხარ. მე მშია- შენ ამდილით, დედამ ბუტერბროდი გაგიკეთა (რომ იცოდე მე დედა არ მყავს, მაშასადამე არც ბუტერბროდი მაქვს)

მე სწავლა მინდა, შენ კი- გეზარება.

მე წიგნები მინდა, შენ კი- წიგნს არ ეკარები. მე კითხვა მინდა, შენ-კითხვას თამაშს ამჯობინებ. მე მობილური მინდა, შენ კი- ამტვრევ რომ ახალი გიყიდონ. მე სიცივის გამო ვტირი, შენ იმის გამო, რომ გარეთ სათამაშოდ არ გიშვებენ.

მე უსახლკარო ძაღლი მყავს, რომელიც ქუჩაში ვიპოვე, შენ ფუმფულა ჰასკი გყავს, რომელიც მამამ დაბადების დღეზე გაჩუქა.

მე მინდა შევიყვარო ვინმე, შენ კი ყველა გეზიზღება.

მე გვერდს შორიდან მივლიან, რომ შემთხვევით არ შემეხონ, შენ კი-ყველა გეფერება, გეხუტება და გეალერსება.

მე იმის მრცხვენია, რომ გავჩნდი, შენ კი- იმის, რომ პატარა ქალაქში გაჩნდი.

მე დედა მენატრება, შენ კი- ეჩხუბები. მე ფულის თხოვნა მიწევს უცხო ხალხისთვის, რომ შიმშილით არ მოვკვდე, შენ კი- მამას ართმევ ფულს, რომ ახალი ვიდეო თამაში იყიდო.

მე ახლა ვტირი, შენ კი-იცინი.

ხედავ, რამდენი განსხვავებაა ჩვენ შორის?!

ჰეი შენ! ჰო შენ! შენ გეუბნები, შენ და შენნაირებს, თქვენ, ეს ადვილი გგონიათ!

არასდროს გაბედოთ ცხოვრებით უკმაყოფილო იყოთ! ჯერ მე შემომხედეთ! მერე კი ვნახოთ როგორ იწუწუნებთ!
joloxavi ავტორი joloxavi 10თებ17:24
Gamge ავტორი Gamge 21ივნ10:43
გალაკტიონ ტაბიძე - მესაფლავე


გამარჯობა, როგორ ხართ ?? ძალიან მომენატრეთ. დიდი ხანია სიახლე არ დამიმატებია, სამწუხაროდ, რაღაც მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი დამატებას. მაგრამ გპირდებით, დღეიდან, Nino-natia.com - ს სიახლეები არ დააკლდება... დავიწყებ გალაკტიონ დაბიძის არაჩვეულებრივი ლექსით - მესაფლავე
Nino ავტორი Nino 15მარ18:57
მემგონი ეს საიტი ხალხს გადავიწყდააა... negative დაა... ადმიინ? შეენც???... flag_of_truce


იგი ჩემი ავადმყოფობაა ... მე ვკვდები მისით ...   ♥


რით შემაჩერებ ?! ...
მე უკვე ვნახე : რწმენის გაცვეთა , იმედის ნგრევა ... მტვერი თითებზე ...
რას ვაკეთებდი შენთან მოსვლამდე ?! ვფიქრობ დღემდე და ვეღარ ვიხსენებ...
ალბათ არაფერს და გული მტკივა ... იმ არაფრისთვის შენ რომ მიმეტებ ...
aLeKo MiyVarXar ავტორი aLeKo MiyVarXar 15თებ20:48
სოფო ნიჟარაძე და ია ფარულავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


''ყველაზე მაგარი ამბავია, რაც ბოლო ხანს შევიტყვე''
Nino ავტორი Nino 17სექ16:19
Mari ავტორი Mari 14სექ18:01
ცხოვრება ...  ♫   ♫   ♫ ( 1 )


ადამიანის ორი ფენომენი, ორი მამოძრავებელი ძალა, ორი სამყარო :
ტვინი და გული ... !
ორივე ფენომენი დიამეტრულად განსხვავდებულ დატვირთვას ატარებს, თუმცა, ერთმანეთზე არიან მიჯაჭვულნი, უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლიათ, მაგრამ ერთმანეთს ებრძვიან.
aLeKo MiyVarXar ავტორი aLeKo MiyVarXar 12სექ12:41
შენი გულის ცემა ... ♥ რომელიც ყველას და ყველაფერს მირჩევნია ... ♫
შენით ვიცოცხლებ, უშენოდ ... ♥
aLeKo MiyVarXar ავტორი aLeKo MiyVarXar 11სექ20:16

იყო ადამიანი ...


ადამიანად ყოფნა მარტო ორ ფეხზე სიარულს არ უნდა ნიშნავდეს, ამას მშვენივრად ახერხებენ მაიმუნები ...
ადამიანად ყოფნა არც მოწესრიგებულ საზოგადეობაში ცხოვრება უნდა იყოს, მოწესრიგებული საზოგადოებით ჭიანჭველებსა და ფუტკრებს ვერ გააოცებთ ... ადამიანად ყოფნა არც ლამაზი სადღეგრძელოების თქმაში გამოიხატება, თუთიყუშსაც კი შეუძლია ლექსების დაზეპირება ...
aLeKo MiyVarXar ავტორი aLeKo MiyVarXar 09სექ14:36
ჩემი ჯარისკაცი ...  ❤ ❤ ❤

სიყვარულზე უფრო მეტი სიყვარულით მიყვარხარ ... ❤ ❤ ❤
aLeKo MiyVarXar ავტორი aLeKo MiyVarXar 05სექ12:08
უკან წინ
მოდული ონლაინი
*