ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

უსათაურო

უსათაურო

მის დაბადებას ტკივილი მოყვა,
მისი გაჩენა უაზროდ მოხდა,
ის თავიდანვე იყო შეცდომა,
მის გამო უფალს ბევრმა შესცოდა.
როცა პირველად იწყო ტირილი,
როცა პირველად იგრძნო ტკივილი,
არავინ იყო მის გვერდით მაშინ,
ყველა შეცდომას ხედავდა მასში.
არავინ იყო მის გვერდით როცა,
პირველად უფალს შეკადრა ლოცვა,
არვინ გაიგო მისი ვედრება,
მათ სისასტიკეს რა შეედრება.
ის თავიდანვე დაჩაგრა ბედმა,
შორს ცხოვრებისგან გარიყა ბევრმა,
ის ტკივილისთვის გასწირა ღმერთმა,
ის დაივიწყა იმ ერთადერთმაც.
მისთვის ყველა გზა მოჭრილი იყო,
მისთვის ხმა არვინ არ ამოიღო,
და რომ ვერ გრძნობდა სიკეთეს ვერსად,
ის ხალხში მხოლოდ ხედავდა მტერსა.
მან გადაწყვიტა შურისძიება,
ალბათ მობეზრდა კარგის ძიება.
ზიზღს,ბოროტებას ხედავდა მარტო
და ვერ გაეგო რისთვის თუ რატომ?
მას უკვე მთელი სამყარო სძულდა,
და მათთვის მხოლოდ ტკივილი სურდა.
ამიტომ მიჰყო ქურდობას ხელი,
გადაიმტერა ბარი და ველი.
ის დაიჭირეს,ჩასცეს ციხეში,
ის უკვე იყო ცივი,უხეში,
იქ გაბოროტდა და იქვე მოკვდა,
განა ის ყველამ ერთად არ მოკლა?
განა ის ხალხმა არ დაამცირა,
მარტო მიაგდო,მწარედ დასცინა
განა მცდარ გზაზე არ დააყენა
წააქცია და არ ააყენა.
არვინ გაიგო მისი მუდარა
და ყველამ ერთად მისცა სუდარა.
ის ხალხის ცივმა მოპყრობამ მოკლა,
ეს ყველაფერი მათ გამო მოხდა.

ბავშვებო ამ ლექს რა სათაურს მიცემდით?!
miyvarxar dz ავტორი miyvarxar dz 04ივლ19:10
  • მომწონს
  • 0
  • არ მომწონს
«წინა სიახლე მე შენი სიმ...
მერე რა თუ მ... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*